სამშაბათი, აპრილი 22, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისასმელები„სახელმწიფო ბიუჯეტიდან 3 მილიარდ 930 მილიონია გამოყოფილი, სახელმწიფოს პრიორიტეტია...“

„სახელმწიფო ბიუჯეტიდან 3 მილიარდ 930 მილიონია გამოყოფილი, სახელმწიფოს პრიორიტეტია…“

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაია გადაცემაში „მოამბე“
„2024 წელს, სახელმწიფო პენსია გაიზრდება.
70 წლის და მეტი ასაკის პირთა პენსია განისაზღვრება 415 ლარის ოდენობით. მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრებთათვის კი თითქმის 500 ლარს მიაღწევს;
70 წლამდე პირთა პენსია გახდება 315 ლარი, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში 378 ლარი;
ამისათვის, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 3 მილიარდ 930 მილიონია გამოყოფილი და მომავალი წლიდან, გაზრდილ პენსიას 835 000 პენსიონერი მიიღებს“, – განაცხცადა თამარ ბარკალაიამ.
მისი თქმით, ბავშვების კეთილდღეობაზე ზრუნვა და ოჯახების გაძლიერება სახელმწიფოს პრიორიტეტია, რისთვისაც გასულ და მიმდინარე წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა ბავშვის სოციალური გასაცემელი. ივლისიდან აღნიშნული გასაცემელი 200 ლარია.
„საზოგადოებრივი დასაქმების პროგრამა 2022 წლის მარტიდან ამოქმედდა, რომლის მიზანიც გრძელვადიანი უმუშევრობიდან ღია შრომის ბაზარზე დასაქმებისაკენ ხიდის როლის შესრულებაა. ამ ეტაპზე, დასაქმების პროგრამაში, 33 000 ადამიანია დასაქმებული. პარალელურად, დასაქმების სახელმწიფო სააგენტო, აქტიურად მუშაობს სოციალურად დაუცველებთან და სხვა დასაქმების მაძიებლებთან, იმისათვის, რომ მათ ღია შრომის ბაზარზე არსებული ვაკანსიები შესთავაზოს“, – აღნიშნა თამარ ბარკალაიამ.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

author avatar
SheniSupra.ge
#drpkhakadze
READ  2024 წელს, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო უპრეცედენტო ბიუჯეტით ხვდება
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisment -spot_img

ბოლო სიახლეები