ორშაბათი, მარტი 31, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიქართული სამზარეულოსაახალწლო სუფრის მშვენება -საცივი

საახალწლო სუფრის მშვენება -საცივი

ახალი წლის სუფრას ჩვენში, ძველთაგანვე ერთი უპირველესი კერძი, ინდაურის საცივი ამშვენებდა.

საცივი რომ მოამზადოთ უმჯობესია დედალი ინდაურის ხორცი გამოიყენოთ.

დაგჭირდებათ: კარგად გასუფთავებული ინდაური, ნახევარი კილოგრამი საუკეთესო ხარისხის ქართული ნიგოზი, ხუთი თავი საშუალო ზომის ხახვი, 5-6 ფოთოლი დაფნა, ორი სუფრის კოვზი ხმელი ქინძი, ორი სუფრის კოვზი უცხო სუნელი, ერთი სუფრის კოვზი ხმელი, დაფქული ზაფრანი, ამდენივე დაფქული წითელი წიწაკა, ერთი პატარა კონა ნედლი ქინძი, 3-4 კბილი ნიორი, მარილი გემოვნებით.

მომზადების წესი: ინდაური დავჭრათ ზომიერ ნაწილებად, დავფაროთ წყლით, დავამატოთ დაფნის ფოთლები და დავდგათ მოსახარშად. ძალიან არ ჩაგვეხარშოს. შემდეგ გადმოვიღებთ და დავალაგებთ ცალკე. თუ არ დაგვეზარება და აირღუმელში დაბალ ცეცხლზე ცოტათი შევბრაწავთ, კიდევ უფრო გემრიელი იქნება.

ნიგოზი გავატაროთ ხორცსაკეპში, რომელსაც ექნება სპეციალური წვრილი ბადე. გატარებულ მასას დავამატოთ ხმელი ქინძი, უცხო სუნელი, ზაფრანი, წიწაკა და ვსრისოთ. გამოვწუროთ ზეთი _ “ურწყული”, ჩავასხათ ჭიქაში და დავდგათ ცალკე. შემდეგ დარჩენილ ნიგოზს თანდათან დავამატოთ გადანადუღები თბილი წყალი და მოვურიოთ. ასევე, სპეციალურ საცერზე დავდოთ წვრილ ბადეში გატარებული ნედლი ქინძი, ნიორი და ოდნავ წყალი დავუმატოთ, თან ავსრისოთ და დავამატოთ გამონაწური ნიგოზს. ყურადღებით ვიყოთ, ნედლმა ქინძმა სიმწვანე არ შემატოს საცივს _ მისი მხოლოდ გემო უნდა “გამოვაჩინოთ” საცივში. ასე მოვამზადოთ თხელი მასა. მომინანქრებულ ქვაბში კი ჩავასხათ ინდაურის ნახარშზე მორთმეული ცხიმი და მასში ჩავთუშოთ ძალიან თხელ და წვრილ ალყად დაჭრილი ხახვი ისე, რომ ჩადნეს, არათუ ჩაითუშოს. ჩავყაროთ შიგ ხორცი, მოვურიოთ რამდენჯერმე ფრთხილად და დავასხათ ჩვენ მიერ ნიგვზისგან მომზადებული თხელი მასა. მარილი ვუყოთ გემოვნებით. ვურიოთ ნელა და განუწყვეტლივ, რომ ფსკერზე არ მიიკრას. როცა კარგად გადმოდუღდება, მალევე გამოვრთოთ. ურწყულის ნაწილი მოვასხათ ქვაბშივე. შემდეგ კი _ სუფრაზე გატანის წინ.

#drpkhakadze #pitskhelauri

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

READ  გაგაცნობთ ქართული ტრადიციული ლურჯი სუფრის ისტორიას
მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniSupra.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
საუკეთესო დრო მონტენეგროში სამოგზაუროდ

საუკეთესო დრო მონტენეგროში სამოგზაუროდ

31 March, 2025
ტყვია, როგორც გლობალური პრობლემა

ტყვია, როგორც გლობალური პრობლემა

მარტი 31, 2025
რამდენ ლარად იყიდით ხვალ დოლარს და ევროს

რამდენ ლარად იყიდით ხვალ დოლარს და ევროს

31 მარტი 2025
სწორი პოზიცია ლეპტოპთან მუშაობისას – რჩევა საქართველოს ერგონომიკის ასოციაციისგან

სწორი პოზიცია ლეპტოპთან მუშაობისას – რჩევა საქართველოს ერგონომიკის ასოციაციისგან

მარტი 31, 2025
რა ცვლილებები ამოქმედდება პირველი აპრილიდან?

რა ცვლილებები ამოქმედდება პირველი აპრილიდან?

მარტი 31, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
ფიტარეთის მონასტერი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, მდინარე ხრამის ღრმა ხეობაში, ულამაზესი ფოთლოვანი ტყეებით გარემოცულ ადგილას მდებარეობს

ფიტარეთის მონასტერი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, მდინარე ხრამის ღრმა ხეობაში, ულამაზესი ფოთლოვანი ტყეებით გარემოცულ ადგილას მდებარეობს

მარტი 31, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
რუსკა მაყაშვილის ახალი სახლი და ახალი ცხოვრება

რუსკა მაყაშვილის ახალი სახლი და ახალი ცხოვრება

მარტი 31, 2025
მსოფლიოს 8 საუკეთესო საცხოვრებელი ადგილი

მსოფლიოს 8 საუკეთესო საცხოვრებელი ადგილი

31 მარტი 2025
ისნის რაიონში, თეოფანე დავითაიას ქუჩის სრული რეაბილიტაცია დასრულდა

ისნის რაიონში, თეოფანე დავითაიას ქუჩის სრული რეაბილიტაცია დასრულდა

მარტი 31, 2025
ტომ კრუზის ცნობილი კადრი ლეგოს კუბიკებით გაცოცხლდა — „შეუსრულებელი მისია“ LEGO Ideas-ზე

ტომ კრუზის ცნობილი კადრი ლეგოს კუბიკებით გაცოცხლდა — „შეუსრულებელი მისია“ LEGO Ideas-ზე

მარტი 31, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisment -spot_img

ბოლო სიახლეები