რა ფასად შემოდის ნიორი საქართველოში, რომელიც 46%-ით გაძვირდა

0
24
#post_seo_title

საქართველომლში 2.7 მლნ აშშ დოლარის ნიორი შემოვიდა – საიდან და რა ფასად შემოდის პროდუქტი, რომელიც ბოლო პერიოდში საგრძნობლად გაძვირდა

საქართველოში, 2024 წლის 11 თვეში 2.769 მლნ აშშ დოლარის (2 575 ტონა ) ნიორი შემოვიდა. რაც თანხობრივად 124%-ით მეტია წინა წლის მაჩვენებელზე, ხოლო რაოდენობრივად 43%-ით. საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-ნოემბერში ქვეყანაში 1.235 მლნ აშშ დოლარის (1 797 ტონა ) პროდუქტი შემოვიდა.

შეგახსენებთ, რომ სტატისტიკის მიხედვით, დეკემბერში, წლიურად ყველაზე მეტად გაძვირებულ პროდუქტებს შორის ნიორი მეორე ადგილს იკავებს. პროდუქტის ფასი გასული წლის დეკემბერთან შედარებით, 46.27%-ით არის გაზრდილი.

2024 წელს იანვარ-ნოემბერში 1 კგ იმპორტირებული პროდუქტის საშუალო ღირებულება 1.07 დოლარი იყო, ხოლო წინა წლის იგივე პერიოდში, დაახლოებით 68 ცენტი.

რაც შეეხება ქვეყნებს, საიდანაც 2024 წლის 11 თვეში, პროდუქტი ყველაზე დიდი რაოდენობით შემოვიდა, იმპორტიორებს შორის ლიდერი ჩინეთია, რომელზეც მთლიანი ნივრის იმპორტის 45% მოდის.

#drpkhakadze #pitskhelauri

#აქხარისხია

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniSupra.ge
#drpkhakadze

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ