ორშაბათი, აპრილი 21, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიკერძებიმარტივი და ჯანსაღი საუზმე სულ რაღაც 10 წუთში

მარტივი და ჯანსაღი საუზმე სულ რაღაც 10 წუთში

ჯანსაღი საუზმე დღის ენერგიული დასაწყისია. თუ თქვენი საუზმე ნოყიერი და ჯანსაღი იქნება, კარგა ხანს არ მოგშივდებათ, არ მოგინდებათ წახემსება და არაჯანსაღი საკვები, და კონცენტრაციასაც უფრო მარტივად შეძლებთ. 

საუზმე ხშირად, დროის უქონლობის გამო, შეიძლება გამოვტოვოთ. ამიტომ, გთავაზობთ რეცეპტს ჯანსაღი, მარტივი და რაც მთავარია, გემრიელი საუზმისათვის.

სახლში მომზადებული გრანოლა უგემრიელესი საუზმე და ენერგიის ერთ- ერთი ყველაზე დიდი წყაროა. შეგიძლიათ ის წინასწარ მოქმზადოთ და რამოდენიმე დღე მიირთვათ.

დაგჭირდებათ: 2 ჭიქა შვრია. 2 სუფრის კოვზი ქოქოსის ზეთი, 4 სუფრის კოვზი ნატურალური თაფლი, 1/2 ჭიქა წვრილად დაჭრილი თხილეული, ქიშმიში, ან გამომშრალი კენკრა, 1/2 ჭიქა ქოქოსის ფანტელი,

გააცხელეთ ტაფა საშუალო ცეცხლზე, ზეთაინ ტაფაზე მოათავსეთ ყველა ინგრედიენტი, დაბალ ცეცხლზ 3-4 წუთი სრულიად საკმარისია, ცეცხლიდან გადმოდგით შემდეგ უნატებთ თაფლს, აცადეთ გაციება. შეგიძლიათ მისცეთ ფორმები, ან უბრალოდ გაშალოთ. გრანოლა შეგიძლიათ მიირთვათ ნუშის რძესთან ან მაწონთან ერთად. ის ასევე ჩაგინაცვლებთ ტკბილ წასახემსებელს.

 

#drpkhakadze #pitskhelauri

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

 

 

author avatar
SheniSupra.ge
#drpkhakadze
READ  როგორ უნდა იკვებოთ და მიაღწიოთ სასურველ შედეგს – პოპულარული ფიტნეს ინსტრუქტორის თიკო ყაველაშვილის რჩევები ექსკლუზიურად ჩვენს მკითხველს
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisment -spot_img

ბოლო სიახლეები