სამი ლეგენდარული ტორტი ერთ ექსკლუზიურ რეცეპტში: “ოქროს გასაღები”, “კიევური ტორტი” და “ნაპოლეონი”!

0
108
#post_seo_title

გაგიზირებთ “ნაპოლეონის” ექსკლუზიურ რეცეპტს, რომელმაც შინაარსით ყველა ტრადიციულ რეცეპტს გაუწია კონკურენცია.

შემადგენლობა

ხორბლის ფქვილი 550 გ

საცხობი ფხვნილი 1,5 ჩ/კ.

მარგარინი 300 გრ

არაჟანი 200 გ

კვერცხის გული 6 ც.

კვერცხის ცილა 6 ცალი.

შაქარი 270 გ

კაკალი 200 გ

კარაქი 500 გ

შედედებული რძე მოხარშული 400 გ

შედედებული რძე უმი 400 გ

მომზადება

ფქვილში აურიეთ საცხობი ფხვნილი, კარაქი გახეხეთ სახეხზე და ფქვილში ასრისეთ.

ცალკე ჭურჭელში ათქვიფეთ კვერცხის გულები( ცილები შეინახეთ მაცივარში ) და არაჟანი, ჩაასხით ფქვილიან მასაში და მოზილეთ ცომი. დააფარეთ ცელოფანი და შედგით 30 წუთი მაცივარში.

ათქვიფეთ ცილა, დაამატეთ შაქარი და კარგად ათქვიფეთ გათეთრებამდე. დაამატეთ დაფქვილი ნიგოზი.

გაციებული ცომი გაყავით 7 ტოლ ნაწილად.

 

სამი ლეგენდარული ტორტი ერთ ექსკლუზიურ რეცეპტში: “ოქროს გასაღები”, “კიევური ტორტი” და “ნაპოლეონი”! | შენი სუფრა

გაათხელეთ ერთი ფირფიტა, შემოაჭერით გვერდები ლამაზად, შემოჭრილი ცომის ნაწილები შეინახეთ. წაუსვით ბეზე და გამოაცხეთ 180 გრადუსზე. ასე უნდა გამოცხვეს 5 ფირფიტა. ორ ფირფიტას ბეზე არ სჭირდება, ისე უნდა გამოცხვეს.

სანამ ფირფიტები გაცივდება, გაამზადეთ კრემი: ათქვიფეთ ოთახის ტემპერატურის კარაქი, დაამატეთ მოხარშული შესქ. რძე, ათქვიფეთ კარგად და დაამატეთ უმი შესქ. რძე. კრემის ინგრედიენტები ერთი ტემპერატურის უნდა იყოს, რომ კრემი არ აიჭრას.

ავაწყოთ ტორტი: ბეზეან ფირფიტას წავუსვათ ცოტა კრემი, რომ არ დაიმტვრეს, დაადეთ ფირფიტა ბეზეს გარეშე და წაუსვით კრემი თანაბრად, შემდეგ ისევ ბეზეიანი ფირფიტა, კრემი…

 

სამი ლეგენდარული ტორტი ერთ ექსკლუზიურ რეცეპტში: “ოქროს გასაღები”, “კიევური ტორტი” და “ნაპოლეონი”! | შენი სუფრა

ბოლო ფირფიტას წაუსვით კრემი და მოაყარეთ ცომის გამომცხვარი მონაჭრები. ტორტი დატოვეთ ოთახის ტემპერატურაზე, რომ კარგად გაიჟღინთოს კრემით.

 

სამი ლეგენდარული ტორტი ერთ ექსკლუზიურ რეცეპტში: “ოქროს გასაღები”, “კიევური ტორტი” და “ნაპოლეონი”! | შენი სუფრა

ტორტის გემო მოგვაგონებს “ოქროს გასაღებს”, ხრაშუნა ბეზე კრემით კი – ლეგენდარულ “კიევის ტორტს”.

ამ ტკბილეულს ყველაფერი ალამაზებს: სრულყოფილი კრემი, ზომიერად გაჟღნთილი ფირფიტები, შესანიშნავი სადღესასწაულო ვარიანტია.

READ  სწორად მომზადებული ცომი წარმატების 90%-ია! პიცა-საუკეთესო იტალიური ტრადიციებით.

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ