სამზარეულოს ხრიკები, რომლებიც უნდა იცოდეთ…
● კენკრა დიდი ხნის მანძილზე ინახება მაცივარში, თუმცა ღიად უნდა იყოს, რომ არ დაინამოს.
● ბანანს ყუნწებზე სამზარეულოს ცელოფანს თუ შემოახვევთ, 4-5 დღით უფრო მეტ ხანს შეინახება.
● მწვანილი წყალში მოათავსეთ. ასე ბევრად უფრო დიდ ხანს შეინახება, ვიდრე მაცივარში.
● საზამთრო მაცივარში კარგად რომ შეინახოს, გაჭრილი მხარე ქვემოთ მოათავსეთ.
●პომიდორს სიცივე საერთოდ არ უხდება და უმჯობესია არ შეინახოთ მაცივარში: სამზარეულოში დაალაგეთ, ერთ ფენად, ყუნწებით ქვემოთ.
● ხილი უშუალოდ გამოყენების წინ გარეცხეთ, რათა მალე არ გაფუჭდეს.
თუ მაცივრიდან რომელიმე პროდუქტს გადააგდებთ, იმის გამო, რომ ობი აქვს მოკიდებული, არ დაგავიწყდეთ მაცივრის კარგად გაწმენდა, რადგან ობი, შეიძლება, სხვა პროდუქტებზეც გადავიდეს.
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #sheniekimi #shenisofeli #shenisupra #sheniambebi #sheniinterieri #shenihoroskopi #sheniganatleba #accreditationge #shenidasveneba #gochadze
მასალის გამოყენების პირობები