როგორ მოვამზადოთ სამარხვო მაიონეზი

0
213
#post_seo_title

მაიონეზი მავნე პროდუქტად ითვლება, მაგრამ რა ვქნათ მაშინ, თუ მის გარეშე არ შეგვიძლია? პასუხი მარტივია: მოამზადეთ სამარხვო მაიონეზი თავად სახლში.

ინგრედიენტები: სელის ფქვილი 2 ს.კ. მზესუმზირის ზეთი 125 მლ. წყალი 60მლ. ლიმნის წვენი 2 ს.კ. მდოგვი 1.5 ჩ.კ. მარილი, შაქარი

მომზადება

მოათავსეთ ქვაბში სელის ფქვილი, დაასხით წყალი, დადგით ნელთბილ ცეცხლზე და მუდამ ურიეთ, სანამ გლუვ მასამდე არ მივა. შემდეგ გადმოიღეთ ცეცხლიდან და ოთახის ტემპერატურაზე გააცივეთ.

დააყარეთ მარილი, დაამატეთ დამატკბობელი და ათქვიფეთ. ნელ-ნელა მასას უმატეთ 1 ს.კ. მზესუმზირის ზეთი. გააგრძელეთ ათქვება ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

დაასხით ლიმნის წვენი, დაამატეთ მდოგვი და სუნელები გემოვნებით. აურიეთ და მზადაა.

#drpkhakadze #pitskhelauri

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

 

author avatar
SheniSupra.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
READ  “პანი ვალევსკა” – ლეგენდარული პოლონური ტორტი. ამ შესანიშნავი დესერტის ისტორია დაკავშირებულია პოლონელ გრაფინია მარია ვალევსკასთან. ამბობენ, რომ იგი ნაპოლეონის საყვარელი ქალი და მისი შვილის დედა გახლდათ. პოლონელები მათ შესახებ რომანტიკულ ისტორიებს ყვებიან.