
როცა მეგობარი ახალ საოცარ სალათაზე მიყვება, ჩემი პირველი კითხვაა: “მაიონეზთან ერთად თუ მის გარეშე?” ისე ხდება, რომ ყველაზე შეუთავსებელ პროდუქტებსაც კი ბევრი მაიონეზით ვაჯერებთ. გთავაზობთ მოამზადოთ ვიტამინებით სავსე სალათა სტაფილოთი და ნივრით
სალათა მაიონეზის გარეშე ჯანსაღი კვებისკენ გვიბიძგებს. სულ რაღაც 20 წთ დაგჭირდებათ, რომ ინგრედიენტები დაჭრათ და აურიოთ.
ინგრედიენტები
სტაფილო 4ც
კვერცხი 5 ც
ნიორი 2 კბილი
არაჟანი 1 -2 ს.კ.
მარილი
მომზადება
- მოხარშეთ კვერცხი.
- სტაფილო და კვერცხი გახეხეთ.
- ნიორი დაჭყლიტეთ.
- სტაფილოს და კვერცხს მარილი, ნიორი და არაჟანი მოასხით. აურიეთ.
ვიღაც იტყვის, რომ ეს ძალიან მარტივია, ვიღაცას კი იმდენად მოეწონება, რომ სხვა სალათებს აღარც გახედავს. თუ დიეტაზე ხართ და ჯანსაღი მენიუს შემუშავება გსურთ, სტაფილოს სალათა ისაა, რასაც ეძებთ.
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #pitskhelauri #აქხარისხია
შენი კალკულატორი, გამოიყენეთ ეს კალკულატორი თქვენი სხეულის მასის ინდექსის (BMI) შესამოწმებლად
კალკულატორი – მიუთითე სქესი და სიმაღლე და გაიგე შენი იდეალური წონა
გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi