სააღდგომო მაგიდის ჰიტი- ფორთოხლის ქიშმიშიანი კრაფინი.

0
27
#post_seo_title

შარშან მე არ გამომიცხვია ტრადიციული სააღდგომო პასკა. სამაგიეროდ ფორთოხლის ქიშმიშიანი კრაფინი გავაკეთე. ბავშვებს ეს სააღდგომო ცომეული უფრო მოეწონათ, ამიტომ მათ უკვე გააკეთეს არჩევანი მომავალი აღდგომისთვის. ხაჭოს კრაფინს კალათაში ჩავდებ, ფორთოხლის კრაფინს კი მაგიდაზე.

კრაფინი- მაფინის და კრუასანის ჰიბრიდი, რამდენიმე წლის წინ, ავსტრალიაში, მელბურნში კეიტ რეიდმა შექმნა. ეს დესერტი საოცრად პოპულარული გახდა, მალე მან ადაპტაცია განიცადა და სააღდგომო პასკის ნაირსახეობად იქცა.

სააღდგომო მაგიდის ჰიტი- ფორთოხლის ქიშმიშიანი კრაფინი.

როგორ მოვამზადოთ ფორთოხლის კრაფინი

როდესაც რეცეპტს პირველად გავეცანი, ვერ გავბედე მისი გამოცხობა. ტექნოლოგია გამიჭირდა. მაგრამ ერთ წელიწადში გავაუმჯობესე. ცომი გამოდის ძალიან რბილი და ელასტიური, რაც სასიამოვნოს ხდის მასზე მუშაობას. ამიტომ, კულინარიულ ახალბედასაც კი შეუძლია კრაფინის გამოცხობა.

ინგრედიენტები

რძე 80 მლ

საფუარი 18 გრ

ხორბლის ფქვილი 410 გრ

კვერცხი 1 ც

კვერცხის გული 2 ც

ფორთოხლის წვენი 2 ს.კ.

კარაქი 140 გრ

მარილი 1 მწიკვი

შაქარი 125 გრ

ქიშმიში 100 გრ

ნუშის ფურცლები 50 გრ

მომზადება

მოამზადეთ ცომი. გახსენით თბილ რძეში 1 ს/კ შაქარი და ცოცხალი საფუარი. დაუმატეთ მათ 2 ს/კ. ფქვილი. აურიეთ და დატოვეთ 10 წუთი.

ამასობაში კვერცხი და გული შეურიეთ ფორთოხლის წვენს, 100გრ შაქარს და 40გრ გამდნარ კარაქს. დაუმატეთ ცოტა ფორთოხლის ცედრა და ცოტა მარილი.

სააღდგომო მაგიდის ჰიტი- ფორთოხლის ქიშმიშიანი კრაფინი.

როცა შაქარი გაიხსნება, საფუვრიანი ცომი ამ მასაში აურიეთ. ნარევს დაუმატეთ ფქვილი. მოზილეთ ცომი და დატოვეთ 40 წუთი, შემდეგ გაყავით შუაზე.

ფქვილმოყრილ ზედაპირზე გააბრტყელეთ ნაჭრები 2 თხელ ფენად. სათითაოდ წაუსვით რბილი კარაქი, მოაყარეთ ორთქლზე მოხარშული ქიშმიში და ნუშის ფურცლები.

სააღდგომო მაგიდის ჰიტი- ფორთოხლის ქიშმიშიანი კრაფინი.

გადავახვიოთ გრძელ რულეტად, გავჭრათ სიგრძეზე შუაზე, ისე, რომ ბოლომდე არ გავაცალკევოთ. ერთი ნაწილი გადავახვიოთ სპირალის სახით. როცა გაუჭრელ ბოლოს მიადგებით, დაიწყეთ გადახვევა  ჭრილით გარეთ, როგორც სურათზე.

სააღდგომო მაგიდის ჰიტი- ფორთოხლის ქიშმიშიანი კრაფინი.

მომავალი კრაფინი მოვათავსოთ ცხიმწასმულ ფორმაში. გამოაცხვეთ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 10 წუთის განმავლობაში, რომ ქერქი ჩამოყალიბდეს. შემდეგ დაუწიეთ ტემპერატურა 170 გრადუსამდე, აცხვეთ კიდევ 40 წუთი.სააღდგომო მაგიდის ჰიტი- ფორთოხლის ქიშმიშიანი კრაფინი.

როცა კრაფინი ოდნავ გაცივდება, მოაყარეთ შაქრის პუდრა და მიირთვით. სწორედ ასეთ ტორტს ვამზადებ წელს აღდგომისთვის. როგორ მოგწონთ რეცეპტი? გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში!

მასალის გამოყენების პირობები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ