სამშაბათი, აპრილი 1, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგიქართული ღვინო - რასთან ერთად უნდა მივირთვათ

ქართული ღვინო – რასთან ერთად უნდა მივირთვათ

საქართველოში ჯერ კიდევ მყარია განუზომელი რაოდენობით ღვინის სმის ტრადიცია

და ამიტომაც, ზოგიერთ სუფრასთან ცოტათი სასაცილო ჩანს ხოლმე ღვინისა და კერძის შეხამებაზე საუბარი და რესტორანში ამა თუ იმ კერძთან რომელიმე კონკრეტული ღვინის შეკვეთამ ზოგიერთ თანამეინახეს შესაძლოა ღიმილიც მოჰგვაროს. ჩვენთან ძალზე უცნაურ კატეგორიებადაა ღვინოები დაყოფილი და იმის ნაცვლად, რომ ისინი ერთმანეთისგან უფრო მყარი კრიტერიუმების საფუძველზე გავარჩიოთ, მას ძირითადად ე.წ. “საქეიფო” და “საწრუპავ” ქვეჯგუფებში ვათავსებთ. როგორც ჩანს, ქართველებს ასე უფრო გვიადვილდება ცხოვრება. ღვინის მრავალფეროვანი სამყაროს უკეთ აღსაქმელად, მხოლოდ ორი კატეგორიით ვიფარგლებით, რადგან უფრო მეტი, თავგზას გვიბნევს.

მაგალითად კახურ საქეიფო ღვინოდ ითვლება რქაწითლიდან დაწურული, კახური ტიპის ტანინიანი ღვინო, ქართლში ჩინური ან გორული მწვანე, იმერეთში ე.წ. ციცქა-ცოლიკოური, რაჭაში წულუკიძის თეთრა და ცოლიკოური, ხოლო გურიაში ადესასაც კი მიიჩნევენ საქეიფო ღვინოდ. ასეთი ღვინო, როგორც წესი, ჩამოსასხმელია, გლეხის ან ქარხნული, ვყიდულობთ საშუალოდ 1.50-2 ლარად ან ნათესავები გვიკითხავენ “რაიონებიდან” (ნელ-ნელა ბოთლის “საქეიფო” ღვინოც იბრუნებს თავის ძველ სტატუსს). ამ საქეიფო ღვინის ძირითად მომხმარებლისთვის არც წარმოშობაა მნიშვნელოვანი, არც ვენახის ადგილმდებარეობა და მით უმეტეს, არც ტექნოლოგია. მთავარია დიდი რაოდენობით ისმებოდეს და შედარებით ლმობიერი “პახმელია” ჰქონდეს, და გარდა ამისა, კარგ რეაქციაში შედიოდეს ბაჟესთან, ტყემალთან და საცივის წვენთან –ღვინის ეს თვისება მაშინ გამოაშკარავდება ხოლმე, როცა რომელიმე ახირებული თამადა ყველაფერ ამას ერთიანად ჩაუძახებს ჯერ ვეებერთელა “განსხვავებულში”, შემდეგ კი სტომაქში.

რჩევები: უბრალოდ მოვნიშნოთ წყვილები და საუკეთესო შეხამებები, ანუ ერთი მხრივ, ღვინო, რომელიც ხაზს უსვამს კერძის ღირსებებს და მეორე მხრივ, საჭმელი, რომელიც ამათუიმ ღვინის უკეთ დაგემოვნებაში გვიწყობს ხელს. ამასთანავე, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ ძირითადი წესებიც, რათა თავიდან ავიცილოთ კურიოზული შემთხვევები, როცა მშრალ წითელ ღვინოს შოკოლადს აყოლებენ ხოლმე, ან კახური ტიპის თეთრ ღვინოს კრემიან ნამცხვარს.

– ცნობილია, რომ წითელი მშრალი ღვინო ძალიან ხშირად არ უხდება თევზს, რადგან ეს უკანასკნელი სასმელს ლითონის მომწარო გემოს აძლევს (თუმცა, წითელ ღვინოში მომზადებულ თევზთან ზოგიერთი თხელი წითელი ღვინო საინტერესო წყვილს ქმნის).

READ  Azərbaycanla həmsərhəd ölkədə koronavirusun yeni ştammı aşkar edildi

– უხეში ტექსტურის ხორცი, რომელიც ხანგრძლივ ღეჭვას საჭიროებს, – განსაკუთრებით, საქონლის ბიფშტექსი, – მშვენივრად არბილებს ტანინების გემოს, აქედან გამომდინარე, წითელი ღვინო სჯობს სუფრაზე წითელი ფერის ხორცეულთან მივიტანოთ, თეთრი ღვინო კი თევზისა და ხორცის თეთრ სახეობებთან ერთად.

ქართული ღვინო – რასთან ერთად უნდა მივირთვათ | შენი სუფრა

– როცა ცხვრის, საქონლის ხორცი და ნანადირევი მარტივად, ყველანაირი შეკმაზვებისა და რთული სოუსების გარეშეა მომზადებული, უკეთესია მათთან ძვირფასი დავარგებული წითელი ღვინო მივირთვათ (ასევე, შემწვარი ინდაურისა და ღორის ხორცთანაც).

– თევზისა და კვერცხის კერძების უმეტესობას თეთრი ღვინო უხდება, პარკოსანი კულტურებისგან მომზადებულს კი –მსუბუქი წითელი.

წყარო

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniSupra.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
მესტრე: მშვიდი იტალიური ქალაქი ვენეციის ქაოსს მიღმა

მესტრე: მშვიდი იტალიური ქალაქი ვენეციის ქაოსს მიღმა

1 April, 2025
ფილტვის კიბოს იმუნოთერაპიული მკურნალობა „კონსილიუმ მედულაში“

ფილტვის კიბოს იმუნოთერაპიული მკურნალობა „კონსილიუმ მედულაში“

აპრილი 1, 2025
„ცხრა წელი ვიცხოვრეთ ერთად და მიღალატა… მეორედ სხვის ჯინაზე გავთხოვდი – ნინო კობერიძე

„ცხრა წელი ვიცხოვრეთ ერთად და მიღალატა… მეორედ სხვის ჯინაზე გავთხოვდი – ნინო კობერიძე

1 აპრილი 2025
პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

აპრილი 1, 2025
სურსათის ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს – „გამოვლინდა გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი“

სურსათის ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს – „გამოვლინდა გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი“

აპრილი 1, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
თბილისში ორი ახალი მეტროსადგურის მშენებლობა იგეგმება

თბილისში ორი ახალი მეტროსადგურის მშენებლობა იგეგმება

აპრილი 1, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
დალი ჩიტალაძე 62 წლის გახდა,

დალი ჩიტალაძე 62 წლის გახდა,

აპრილი 1, 2025

ქართველი ემიგრანტების წარმატების ისტორიები: მსოფლიო ასპარეზზე გაბრწყინება

1 აპრილი 2025
თბილისის ძველი ქალაქის საიდუმლოებები

თბილისის ძველი ქალაქის საიდუმლოებები

აპრილი 1, 2025
ტომ კრუზის ცნობილი კადრი ლეგოს კუბიკებით გაცოცხლდა — „შეუსრულებელი მისია“ LEGO Ideas-ზე

ტომ კრუზის ცნობილი კადრი ლეგოს კუბიკებით გაცოცხლდა — „შეუსრულებელი მისია“ LEGO Ideas-ზე

მარტი 31, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisment -spot_img

ბოლო სიახლეები

LIVE