ორშაბათი, მარტი 31, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგი"რახი ბერძნულია, არაყი არაბული და იყი ქართულად ქვიან..." - ყველაფერი, რაც ჭაჭაზე...

“რახი ბერძნულია, არაყი არაბული და იყი ქართულად ქვიან…” – ყველაფერი, რაც ჭაჭაზე უნდა იცოდეთ

ჭაჭა — ყურძნის ბრენდი, ტრადიციულად წარმოებული საქართველოს მრავალ რეგიონში, ხშირად მოიხსენიება როგორც ყურძნის არაყი.

პირველად მეღვინეობაში ყურძნის ტექნოლოგიური და მექანიკური გადამუშავების ნაწარმი. ჭაჭა მაღალალკოჰოლური სასმელია, რომელიც მიიღება ჭაჭის ალკოჰოლური დუღილის შემდეგ ერთჯერადი, ორჯერადი ან გამონაკლის შემთხვევაში სამჯერადი გამოხდით. ჭაჭა შეიძლება იყოს თეთრი და წითელი, ტკბილი (რასაც დუღილის ფაზა არ გაუვლია) და დადუღებული. ჭაჭიდან იღებენ a-ღვინომჟავას და ეთილის სპირტს. ყურძნის წიპწიდან გამოყოფენ ყურძნის ზეთს და ენატონინს. გამოწურულ ჭაჭას იყენებენ საქონლის საკვებად ან სასუქად, ძველად საქართველოში ჭაჭის ნაწურისგან აკეთებდნენ „მდაბიოს ღვინო“ – ე.წ. შამანს. წითელი ჭაჭისგან იღებენ წითელ საღებავს, რომელსაც საკონდიტრო წარმოებაში იყენებენ

წარმოშობა და ისტორია

ჭაჭის მოხმარების პირველი შემთხვევები დოკუმენტირებული არ არის, თუმცა, სავარაუდოდ მისი გამოხდა საქართველოში ღვინის დამზადებასთან ერთად უნდა დაეწყოთ. ალკოჰოლური სასმელების სპეციალისტს, წიგნის – „ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მატიანეს“ ავტორს, ბონდო კალანდაძეს ეჭვი არ ეპარება, რომ ჭაჭის არაყს საქართველოში ისეთივე დიდი ისტორია აქვს, როგორც ღვინოს: „სადაც ღვინო იყო, იქ ჭაჭაც აუცილებლად იქნებოდა და თუკი საქართველო ღვინის აკვანია, ჭაჭის არაყიც ხომ ღვინის თანმდევია?!“
ბონდო კალანდაძის თქმით, ისეთი მარტივი აპარატები, როგორსაც ქართველი გლეხები ახლაც ფართოდ იყენებენ ჭაჭის არაყის გამოსახდელად, მრავალი საუკუნის წინ არაბებმა გაავრცელეს ევროპაში.

საქართველოში არაყი სწორედ ასეთი კუსტარული სახდელებით იხდებოდა. მე-19 საუკუნიდან კი აქა-იქ სრულყოფილი სახდელებიც გაჩნდა და რამდენიმე ისეთი ბრენდიც შეიქმნა, რომლებმაც შემდეგ მთელ მსოფლიოში გაითქვეს სახელი. მაგალითად, ივანე ერისთავის სახელი არყის წარმოების მსოფლიო ისტორიაშია შესული. ამჟამად მის სახელს ატარებს ცნობილი ევროპული ბრენდი Eristoff Vodka. მე-19 საუკუნეში ძმებმა ოცხელებმა, ბარბარე იმერლიშვილმა, იაკობ ზუბალაშვილმა, გიორგი ბოლქვაძემ, კახია ადანაიამ, დავით სარაჯიშვილმა და სხვებმა ქართული ალკოჰოლური სასმელები პირველებმა აქციეს მაღალხარისხიან საბაზრო პროდუქტად. რამდენიმე ნიმუშმა ალკოჰოლური სასმელების მაშინდელ საერთაშორისო გამოფენებზე მთავარი პრიზებიც კი მოიპოვა.

READ  როგორ ვკვებოთ სწორად ბავშვები

XVII საუკუნეში რუსი ელჩების, ტოლოჩანოვისა და იევლევის წანაწერებიდან უკვე დოკუმენტურად დასტურდება, რომ ქართველები არაყს ხდიდნენ. არყის გამოხდის ტრადიციები საქართველოში საუკუნეების მანძილზე არსებობდა, მაგრამ მას უფრო სამკურნალო-პროფილაქტიკური მიზნით იყენებდნებ და არა სათრობად.

არსებობს საწინააღმდეგო აზრიც: ქართველი ეთნოგრაფები და ზოგადად ალკოჰოლური სასმელების შექმნის ისტორიით დაინტერესებული ადამიანების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ არაყის გამოხდა საქართველოში ძირითადად მე-17, მე-18 საუკუნიდან დაიწყეს. მათ ამის მტკიცების საფუძველს აძლევს ის ფაქტი, რომ სულხან-საბას „სიტყვის კონამდე“ ძველ საისტორიო წყაროებში და დოკუმენტებში ღვინისაგან განსხვავებით არაყი ფაქტობრივად არსად არაა ნახსნები. სულხან-საბა არაყთან დაკავშირებით ასეთ განმარტებას იძლევა: „რახი ბერძნულია, არაყი არაბულია და იყი ქართულად ქვიან… რახი ერთჯერ გამოხდილსა ეწოდების, ხოლო ორჯელ და სამჯერ გამოხდილსა – აბეკამქი“.
თუმცა, თუ დავეყრდნობით ერთ მეტად საინტერესო ისტორიულ ფაქტს, რომელიც სიზუსტის მხრივ ისტორიკოსებში ეჭვს არ იწვევს. ამბავი ეხება ლიპარიტ ბაღვაშისა და საქართველოს მეფის, ბაგრატ მეოთხის მუდმივ დაპირისპირებებსა და ბრძოლებს მე-11 საუკუნეში. 1047 წელს, სასირეთის ჭალაზე (შიდა ქართლი, კასპის რაიონი) გამართულ ბრძოლაში ლიპარიტ ბაღვაშმა დაამარცხა ბაგრატ მეოთხე. იმავე წელს ისევ გაიმარჯვა ლიპარიტმა არყის ციხესთან მომხდარ შეტაკებაში.

1054 წელს ბაგრატი კონსტანტინოპოლს ჩავიდა და კეისარ კონსტანტინე მონომახოსს ლიპარიტთან შერიგების შუამდგომლობა სთხოვა. კეისარმა ისინი დააზავა. ლიპარიტმა ბაგრატის მეფობა აღიარა, თავისთვის მესხეთისა და ქართლის ერისთავთერისთავობა დაიმტკიცა, თუმცა არყის ციხის ბრძოლა და მარცხი, ბაგრატმა სიცოცხლის ბოლომდე ვერ მოინელა.
ისტორიკოსების მტკიცებით არყის ციხე, ისევე როგორც წყაროში ნახსენები სასირეთის ჭალა, შიდა ქართლში მდებარეობდა. ბოტანიკოსებისა და ლანდშაფტმცოდნეების კვლევების საფუძველზე, შიდა ქართლის იმ ტერიტორიაზე, სადაც აღნიშნული ციხესიმაგრე მდებარეობდა, ადგილობრივი კლიმატიდან და გარემოდან გამომდინარე, არყის ხის ხეების თუნდაც მე-11 საუკუნეში არსებობა გამოირიცხა. ეს ისტორიული ფაქტი იძლევა ვარაუდის საფუძველს, რომ ციხის სახელწოდება სწორედ სასმელ არაყს უკავშირდება და საფიქრებელია, რომ არყის გემო თავად ბაგრატ მეფესაც კი ჰქონდა გასინჯული.
ვალერი ზაზაშვილი, ეთნოგრაფი: „კახური ჭაჭა ზუსტად ისეთივე სასმელია, როგორიცაა ბუნებით კახელი გლეხი. ჭაჭა ნელა, თანდათანობით ათრობს ადამიანს და ისეთივე „დინჯია“, როგორც მისი გამომხდელი. მეგრული არაყი უცებ გათრობს და ნაბახუსევიდანაც მალევე გამოდიხარ. სვანური არაყი პირს წვავს და თუ გემო „თავიდანვე არ დაუჭირე“ ბოლოს შეიძლება თავბედი გაწყევლინოს. მთიულურმა არაყმა კი შეყოლა იცის და ბოლოს აღტკინებულ, პოეტურ ხასიათზე გაყენებს. ეს ყველაფერი ჩვენი ქვეყნის კულტურულ მრავალფეროვნებაზე და განსაკუთრებულობაზე მეტყველებს“.

READ  ღვინის თაროების 11 იდეა დიზაინერებისგან - რომელია თქვენთვის?

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #sheniekimi #shenisofeli #shenisupra #sheniambebi #sheniinterieri #shenihoroskopi #sheniganatleba #accreditationge #shenidasveneba #gochadze

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniSupra.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
რჩევები ტაჯიკეთში მოგზაურობამდე

რჩევები ტაჯიკეთში მოგზაურობამდე

27 March, 2025
ჰერპესის ვირუსი ტვინში უფრო მარტივად აღწევს, ვიდრე აქამდე ვიფიქრებდით!

ჰერპესის ვირუსი ტვინში უფრო მარტივად აღწევს, ვიდრე აქამდე ვიფიქრებდით!

მარტი 28, 2025
„ამ მომსახურებას დამატებით 300 ბავშვი და მოზარდი მიიღებს“ – ცვლილება აპრილიდან ამოქმედდება

„ამ მომსახურებას დამატებით 300 ბავშვი და მოზარდი მიიღებს“ – ცვლილება აპრილიდან ამოქმედდება

30 მარტი 2025
თუ აბაზანის რემონტს გეგმავთ – ეს ბლოგი თქვენთვისა

თუ აბაზანის რემონტს გეგმავთ – ეს ბლოგი თქვენთვისა

მარტი 29, 2025
29-30 მარტს საქართველოს ზოგიერთ, ხოლო 31 მარტს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი

29-30 მარტს საქართველოს ზოგიერთ, ხოლო 31 მარტს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი

მარტი 28, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
თბილისის ფუნიკულიორი 120 წლისაა

თბილისის ფუნიკულიორი 120 წლისაა

მარტი 27, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
სახის ნიღბები, რომელიც ბოტოქსივით მუშაობს! დაივიწყეთ ინექციები

სახის ნიღბები, რომელიც ბოტოქსივით მუშაობს! დაივიწყეთ ინექციები

მარტი 30, 2025
რჩევები, რომლებიც საზღვარგარეთ სწავლის დაწყებამდე გამოგადგებათ

რჩევები, რომლებიც საზღვარგარეთ სწავლის დაწყებამდე გამოგადგებათ

29 მარტი 2025
ბესიკის ქუჩა – ძველი სახლები, პოეტის სახელი და თბილისის სული ერთ სივრცეში

ბესიკის ქუჩა – ძველი სახლები, პოეტის სახელი და თბილისის სული ერთ სივრცეში

მარტი 30, 2025
მინის ალტერნატივა, რომელიც პლასტმასს ჩაანაცვლებს — გამჭვირვალე ხე ბიომასალით

მინის ალტერნატივა, რომელიც პლასტმასს ჩაანაცვლებს — გამჭვირვალე ხე ბიომასალით

მარტი 30, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisment -spot_img

ბოლო სიახლეები