ოთხშაბათი, ივნისი 18, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგირატომ უნდა მიაქციოთ ყურადღება პროდუქტზე დატანილ ეტიკეტს?

რატომ უნდა მიაქციოთ ყურადღება პროდუქტზე დატანილ ეტიკეტს?

სურსათის ეტიკეტები შეიცავს ინფორმაციას, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ სასურსათო მაღაზიასა და სახლში, საკვებისა და სასმელების შესახებ ინფორმირებული არჩევანის გასაკეთებლად. ის დაგეხმარებათ:

  • შეადაროთ და შეარჩიოთ პროდუქტები უფრო მარტივად
  • იცოდეთ რა ინგრედიენტებს შეიცავს საკვები პროდუქტი
  • შეარჩიოთ პროდუქტები მცირე ან ბევრი საკვები ნივთიერებებით, რომლიც თქვენთვის უპირატესია

როგორ გამოვიყენოთ საკვებზე დატანილი ეტიკეტები

საკვების ეტიკეტებზე შესაძლოა სხვადასხვა სახის ინფორმაცია იყოს ხელმისაწვდომი, რაც დაგეხმარებათ გააკეთოთ ინფორმირებული არჩევანი ჯანსაღი და უსაფრთხო საკვების შესახებ.

კვების ფაქტების ცხრილი: გვაწვდის ინფორმაციას პორციის ზომის, კალორიების, გარკვეული საკვები ნივთიერებებისა და % დღიური მნიშვნელობების შესახებ (% DV). % DV შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც გზამკვლევი, რათა იხილოთ აქვს თუ არა მითითებული ზომის პორციას ცოტა ან ბევრი საკვები ნივთიერება.

  • 5% DV ან ნაკლები ცოტაა
  • 15% DV ან მეტი ბევრია

ინგრედიენტების სია: ჩამოთვლილია საკვები პროდუქტის ყველა ინგრედიენტი წონის მიხედვით. სია იწყება იმ ინგრედიენტით, რომელიც ყველაზე მეტს იწონის და მთავრდება იმ ინგრედიენტით, რომელიც ყველაზე ნაკლებს იწონის.

პრეტენზიები კვების შესახებ: მოიცავს საკვები ნივთიერებების შემცველობის პრეტენზიებს. პრეტენზიის მქონე ყველა საკვები უნდა აკმაყოფილებდეს გარკვეულ კრიტერიუმებს, მაგრამ ზოგიერთ საკვებს შეიძლება არ ჰქონდეს პრეტენზია, მიუხედავად იმისა, რომ ის აკმაყოფილებს კრიტერიუმებს.

ალერგენის მარკირება: ეტიკეტი გთავაზობთ ინფორმაციას, რომელიც დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ კონკრეტული საკვები ალერგენები ან მგრძნობელობა.

თარიღის მარკირება: გვაწვდის ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რამდენ ხანს ინახრბს თქვენი გაუხსნელი საკვები პროდუქტი და გარკვეული პროდუქტების უსაფრთხოება.

წყარო

author avatar
SheniSupra.ge
#drpkhakadze
READ  Следующая волна коронавируса накроет Азербайджан и Грузию в июне-июле - ИНТЕРВЬЮ
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisment -spot_img

ბოლო სიახლეები