რატატუი თუ ბრიამი? არჩევანის გაკეთება ყოველთვის მიჭირს, რადგან ვგიჟდები ამ კერძებზე!

0
183
#post_seo_title

ფრანგული ბოსტნეულის კერძის – რატატუისგან განსვავებით, ალბათ ცოტას თუ გაუგია ბრიამის შესახებ. ის ძალიან სასარგებლო და გემრიელია და ამასთან მზადდება საკმაოდ სრაფად. ბრიამი ხმელთაშუა ზღვისპირეთული დიეტის ერთ-ერთი განუყოფელი კერძია, მსუბუქი, ლამაზი და სასარგებლო – ნამდვილი ზეითუნის ზეთით.

ინგრედიენტები

რატატუი თუ ბრიამი? არჩევანის გაკეთება ყოველთვის მიჭირს, რადგან ვგიჟდები ამ კერძებზე! | შენი სუფრა

  • 600 გ ბადრიჯანი
  • 600 გ ყაბაყი
  • 600 გ კარტოფილი
  • 120 გ ხახვი
  • ნახევარი კგ ბულგარული წიწაკა
  • 4 კბილი ნიორი
  • 700 გ პომიდორი
  • 300 გ ფეტა ან სხვა რბილი ყველი
  • ორი ცალი დაფნის ფოთოლი
  • 80 მლ ზეითუნის ზეთი
  • 30 გ ქინძი
  • 30 გ ოხრახუში
  • ერთი ჩ. კ. კვლიავი
  • მარილი და შავი დაფქული პილპილი გემოვნებით
  • ერთი ჩ. კ. იტალიური ბალახი

მომზადება

  1. ყველანაირი ბოსტნეული გაფცქვენი, გარეცხე და დაჭერი. მაშინვე გადაიტანე საცხობ ფორმაზე.

რატატუი თუ ბრიამი? არჩევანის გაკეთება ყოველთვის მიჭირს, რადგან ვგიჟდები ამ კერძებზე! | შენი სუფრა

  1. პომიდორი გაფცქვენი და დაჭერი, დაალაგე ზემოდან. მოაყარე მარილი და პილპილი, მოასხი ზეითუნის ზეთი. აქა-იქ ჩაუდე დაფნის ფოთოლი.

რატატუი თუ ბრიამი? არჩევანის გაკეთება ყოველთვის მიჭირს, რადგან ვგიჟდები ამ კერძებზე! | შენი სუფრა

  1. გამოაცხე 180 გრადუს ტემპერატურაზე 1,5 საათის განმავლობაში, ბოსტნეულის დარბილებამდე. შემდეგ ზემოდან მოაყარე დაჭრილი ფეტა და მწვანილი და შედგი კვლავ 5 წუთით. მზად არის!

რატატუი თუ ბრიამი? არჩევანის გაკეთება ყოველთვის მიჭირს, რადგან ვგიჟდები ამ კერძებზე! | შენი სუფრა

სურვილის მიხედვით, ცხობისას შეგიძლია დაამატო ცოტა ღვინო. ბრიამი გემრიელია როგორც ცივი, ასევე ცხელი სახით. მიირთმევენ როგორც ცალკე, ისე ხორცთან ან თევზთან ერთად.

გემრიელად მიირთვით და გაუზიარეთ რეცეპტი თქვენს მეგობრებსაც!

author avatar
SheniSupra.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
READ  ამ რეცეპტით მომზადებული ხაჭოს ტორტი იმდენად რბილი, ნაზი, ფაფუკი და ჰაეროვანია, რომ პირში მოხვედრისთანავე დნება.

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ