ორშაბათი, აპრილი 21, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისასმელები„პრემიერის ინიციატივით, 1000-მდე უსახლკარო მრავალშვილიანი ოჯახი ბინებით დაკმაყოფილდება“

„პრემიერის ინიციატივით, 1000-მდე უსახლკარო მრავალშვილიანი ოჯახი ბინებით დაკმაყოფილდება“

ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა „ქრონიკაში“ მთავრობის ახალ პროექტზე ისაუბრა, რომლის მიხედვითაც მომავალი წლიდან ორი წლის განმავლობაში 1000 უსახლკარო მრავალშვილიანი ოჯახისთვის ბინებით დაკმაყოფილება იწყება.

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, ინიციატივა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ეკუთვნის.

„ეს ძალიან კარგი პროექტი და ინიციატივა პრემიერს ეკუთვნის. ჩვენს სამინისტროს დაევალა ამის უზრუნველყოფა, რადგან ჩვენ გვაქვს გამოცდილება როგორც ასეთი ოჯახების შეფასების კუთხით, ასევე ბინების უზრუნველყოფის კუთხით. მომდევნო წელს დაიწყება. ორწლიანი პროექტია. მრავალშვილიან უსახლკაროებს შეეხება. დაახლოებით 1000 ოჯახს. ბიუჯეტი 50 მილიონი ლარია და უკვე 2025 წლის ბოლომდე ასეთი ოჯახები ქვეყანაში აღარ უნდა არსებობდნენ. ჩვენ მათ სრულად უზრუნველყოფთ საცხოვრებლით“, – აღნიშნა მინისტრმა.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

author avatar
SheniSupra.ge
#drpkhakadze
READ  რატომ უნდა მივიღოთ ყოველ დილით, უზმოზე წყალი?
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisment -spot_img

ბოლო სიახლეები