ორაგულის სუპი ყველით გემრიელი და სასარგებლოა

0
21
#post_seo_title

ზღვის პროდუქტების სარგებლიანობაზე ეჭვი არავის ეპარება. ერთ-ერთი გამორჩეული ამ მხრივ ორაგულია. იგი მდიდარია ცხიმოვანი მჟავებითა და იოდით, ამასთან ძალიან გემრიელი და ნოყიერია. ტრადიციული კერძების გარდა, ორაგულისგან შესანიშნავი სუფის მომზადებაც შეიძლება. სცადეთ ჩვენი რეცეპტით და დატკბით შედეგით.

უმჯობესია სუპისთვის შეარჩიოთ  ორაგულის ან სიომგის ფილე. ასევე გამოიყენოთ ყველი, რომელიც კერძს რესტორნულ იერს ანიჭებს.

ორაგულის სუპი ყველით გემრიელი და სასარგებლოა

ინგრედიენტები

  • 1 ლ წყალი
  • 300 გ თევზის ფილე
  • 4 ცალი კარტოფილი
  • 1 ცალი ხახვი
  • 1 ცალი სტაფილო
  • 300 გ მდნარი ყველი
  • 10 მლ ზეითუნის ზეთი
  • ერთი კონა კამა
  • 350 მლ ქათმის ბულიონი
  • მარილი და პილპილი გემოვნებით

მომზადება

  1. თევზს მოაჭერი თავი, კუდი და გაათავისუფლე ხერხემლისგან. ფილე დაჭერი კუბებად.

ორაგულის სუპი ყველით გემრიელი და სასარგებლოა

2. კარტოფილი გაფცქვენი და დაჭერი იმავე ზომის კუბებად.

ორაგულის სუპი ყველით გემრიელი და სასარგებლოა

3. სტაფილოც გაფცქვენი და გახეხე მსხვილ სახეხზე. ხახვი წვრილად დაჭერი. ტაფა გააცხელე და ზეითუნის ზეთში შეწვი სტაფილო და ხახვი.

ორაგულის სუპი ყველით გემრიელი და სასარგებლოა

4. ქვაბი წყლით დადგი ცეცხლზე და ჩაყარე მასში თევზის თავი, კუდი და ხერხემლის ნაწილები. მოხარშვის შემდეგ ბულიონი გადაწურე და მას ქათმის ბულიონი შეურიე. ნარევს წამოდუღების შემდეგ ჩააყარე კარტოფილი და მოშუშული ბოსტნეული.

ორაგულის სუპი ყველით გემრიელი და სასარგებლოა

5. ადუღებიდან სამი წუთის შემდეგ ჩაყარე ორაგულის ნაჭრები, შეაზავე მარილით და პილპილით. ბოლოსკენ კი დაამატე მდნარი ყველი და დაჭრილი კამა. მიიტანე სუფრასთან ცხელი.

ორაგულის სუპი ყველით გემრიელი და სასარგებლოა

თევზისა და ქათმის ბულიონის ერთობლიობა კერძს განსაკუთრებულ პიკანტურ გემოს ანიჭებს. მდნარი ყველი კი ამ გემოებს საოცრად ამდიდრებს.

გემრიელად მიირთვით და გაუზიარეთ რეცეპტი სხვებსაც!

მასალის გამოყენების პირობები