ოთხშაბათი, ივნისი 18, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგიჩავრთოთ თუ არა რაციონში ნუშის რძე

ჩავრთოთ თუ არა რაციონში ნუშის რძე

ნუშის რძე – ცხოველური რძის კარგი ალტერნატივაა.

გარდა იმისა რომ იგი საოცრად გემრიელია, ძალიან სასარგებლოცაა: შეიცავს მაგნიუმს, ფოსფორს, ფოლის მჟავას, კალციუმს, თუთიას და E ვიტამინს.

ნუშის რძეს იყენებენ საკონდიტრო სფეროში, კრემების და სხვა დელიკატესების მოსამზადებლადაც.

თავისი წარმომავლობით მას საერთო არაფერი აქვს ცხოველის რძესთან და სახელწოდება დაკავშირებულია თეთრ ფერსა და რძის მსგავს გემოსთან. სასმელს იღებენ გატარებული ნუშისა და წყლისგან, თერმული დამუშავების გარეშე.

ნუშის რძის კალორიულობა შეადგენს 51 კკალ-ს. ნუშის რძეში, ძროხის რძისგან განსხვავებით, არ არის ქოლესტერინი და ლაქტოზა, ამდენად ის უფრო სასარგებლოა. იგი შეიძლება განიხილებოდეს ალტერნატივად ლაქტოზის აუტანლობის შემთხვევაში.

ჩავრთოთ თუ არა რაციონში ნუშის რძე | შენი სუფრა

ძროხის და თხის რძისგან განსხვავებით, ნუშის რძე უფრო დიდხანს ინარჩუნებს სასარგებლო თვისებებს მაცივრის გარეშე. რადგანაც ნუშის რძე არ შეიცავს ქოლესტერინს და მის შემადგენლობაში პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავებია, ის სასარგებლოა სისხლძარღვებისა და სისხლის გაწმენდისთვის. ასევე ჭარბი წონის პრობლემისას, ნუშის რძემ შეიძლება შეცვალოს ჩვეულებრივი რძე, იმდენად რამდენადაც 0% ცხიმიანობის ძროხის რძის კალორიულ-ენერგეტიკული ღირებულება 86 კკალ, ხოლო ნუშის რძის- 51 კკალ.

მიუხედავად სიმსუბუქისა, მასში სასარგებლო ელემენტები და ვიტამინები უხვადაა, რასაც ვერ ვიტყვით უცხიმო ძროხის რძეზე, რომლიდანაც აღარ შეიწოვება კალციუმი და პასტერიზაციის გამო დაშლილია ვიტამინები.

წყარო

 

 

 

author avatar
SheniSupra.ge
#drpkhakadze
READ  რა დაგვიჯდება საახალწლო სუფრა
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisment -spot_img

ბოლო სიახლეები