პარასკევი, მაისი 30, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგინივთები რომლებიც საახალწლო სუფრას მიშლენის ვარსკვლავის მფლობელ რესტორნად აქცევს

ნივთები რომლებიც საახალწლო სუფრას მიშლენის ვარსკვლავის მფლობელ რესტორნად აქცევს

ახალი წელი ის განსაკუთრებული დღესასწაულია, რომლის სუფრის გაფორმებასაც დიდ დროს ვუთმობთ, ეს ნივთები აუცილებლად გამოიყენეთ 

ნივთები რომელიც შენს საახალწლო სუფრას მიშლენის ვარსკვლავიან რესტორნად აქცევს.

ახალი წლის ღამეს, როცა საყვარელ ადამიანებთან ერთად მაგიდას მივუსხდებით, განწყობაზე დიდწილად სუფრის დიზაინი და ფერები მოქმედებს. ქართული ორნამენტებით გაფორმებული თეთრი სუფრა კი ამ დღესასწაულისთვის ორიგინალური არჩევანი იქნება, რითაც ოჯახის წევრებსაც ასიამოვნებ და სტუმრებთანაც თავს მოიწონებ.

ახალ წელს თუ განწყობას შენც ახალი ნივთების შეძენა გიქმნის, მაშინ საახალწლო სუფრის თეფშებით გადახალისების დროა! დახვეწილი და ელეგანტური ვიზუალის მქონე სადილის თეფში თავს მართლაც მიშლენის ვარსკვლავის მფლობელ რესტორანში გაგრძნობინებს, მისი გამორჩეული დიზაინი კი თვალში ყველას მოხვდება.

საახალწლო სუფრა სასმლის გარეშე წარმოუდგენელია, ამიტომ სათანადო ჭიქების შესარჩევად წინასწარ უნდა იფიქრო. მინის დეკანტერის ვიზუალი სუფრას დაამშვენებს, ხოლო ერთნაირი ზომის ჭიქების წყალობით ზუსტად გეცოდინება, ვინ სვამს ყველაზე მეტს!

თუ გინდა, ახალი წლის ღამეს მეტი ჯადოსნურობა და სიმყუდროვე შესძინო, სუფრაზე რამდენიმე სანთელიც უნდა დაამატო. ვერცხლისფერი შანდალი კი პირდაპირ ზღაპრიდან გადმოტანილს ჰგავს, რომელიც საახალწლო სუფრასაც დაგიმშვენებს.

გაითვალისწინეთ ეს დეტალები და თქვენი სადღესასწაულო სუფრა ნამდვილად გამორჩეული გახდება.

#drpkhakadze #pitskhelauri

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

author avatar
SheniSupra.ge
#drpkhakadze
READ  საკვები რომელიც დაძინებაში ხელს შეგიშლით
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisment -spot_img

ბოლო სიახლეები