შაბათი, მაისი 10, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგიროგორ მოვამზადოთ ნაყინი სახლში

როგორ მოვამზადოთ ნაყინი სახლში

უგემრიელესი დესერტი, რომელსაც ზაფხულში თითქმის ყოვედღე მიირთმევთ,

ეს გახლავთ არც მეტი და არც ნაკლები ნაყინი -სახლში მომზადებული. ვინაიდან რადგანაც ნაყიდი ბევრად მეტ უსარგებლო დანამატებსა და შაქარს შეიცავს. თანაც ზაფხულში ბავშვების საყვარელი ნუგბარია, რომელზეც უარს ვერ ეტყვით. გთავაზობთ ის შინ მოამზადოთ..

ვანილის ნაყინის რეცეპტი და სახლში მომზადების წესი უნდა წარმოგიდგინოთ: 

დაგჭირდებათ : რძე, კვერცხი, შაქარი, ნაღები, ვანილი და მარილი.

6-7 კვერცხის გული და ნახევარი ჭიქა შაქარი ერთ თასში მოათავსეთ და იქამდე ათქვიფეთ სანამ თეთრ და ფუმფულა მასას არ მიიღებთ.

ახლა კი ორი ჭიქა რძე და ნახევარი ჭიქა ნაღები ქვაბში ჩაასხით და ადუღებამდე დაბალ ცეცხლზე დატოვეთ. ცხელ მასას ათქვეფილი კვერცხი დაუმატეთ და კარგად მოურიეთ.

როგორ მოვამზადოთ ნაყინი სახლში | შენი სუფრა

ათქვეფილი მასა ცეცხლიდან გადმოდგით, ერთი კოვზი ვანილი და ცოტაოდენი მარილი შეურიეთ. საბოლოოდ მიღებული მასა საცერში გადაწურეთ და საყინულეში შედგით.

სულ რამდენიმე საათიც და სახლში მომზადებული უგემრიელესი ვანილის ნაყინი მზად არის.

წყარო

 

author avatar
SheniSupra.ge
#drpkhakadze
READ  ბროწეული – მისი სასარგებლო თვისებები და უნიკალური სარგებელი ჯანმრთელობისთვის
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisment -spot_img

ბოლო სიახლეები