სასარგებლო ნაყინის რეცეპტი, რომელიც შეგიძლიათ იმდენი მიირთვათ, რამდენიც გსურთ!

0
359
{"remix_data":[],"remix_entry_point":"challenges","source_tags":["local"],"origin":"unknown","total_draw_time":0,"total_draw_actions":0,"layers_used":0,"brushes_used":0,"photos_added":0,"total_editor_actions":{},"tools_used":{"transform":1},"is_sticker":false,"edited_since_last_sticker_save":true,"containsFTESticker":false}

ნაყინი ყველას უყვარს, მაგრამ ხშირად მისი მირთმევა იწვევს წონაში მატებას, რადგან შეიცავს შაქარს, ცხიმს, რძეს… ეს ყველაფერი კალორიების ბომბია. შეგიძლიათ ნაყინის თავად მომზადება და თან დაბალკალორიული, მხოლოდ ბანანი, ხაჭო და ნაყინიც მზადაა. ასეთ ნაყინში 100 გრამზე სულ 75 კალორიაა.

არანაირი საღებავები, ქიმიური დანამატები და ხელოვნური დამატკბობლები – შენ თვითონ აკონტროლებ შემადგენლობას. იმისათვის, რომ ხაჭოს ნაყინი კიდევ უფრო სასარგებლო იყოს, შეცვალეთ შაქარი 2 ს/კ. თაფლით. შეხვდით პირველ ცხელ დღეებს გემრიელად!

შემადგენლობა

ხაჭო 250 გრ

ნაღები 130 მლ

ბანანი 2 ც.

ვანილი 1 ჩ/კ.

შაქრის პუდრი 4 ჩ/კ.

მომზადება

დააბლენდერეთ მშრალი ხაჭო, 10 %-იანი ნაღების ნახევარი, შაქრის პუდრი, დაჭრილი, მაგარი ბანანი.

ათქვეფილი მასა უნდა იყოს სქელი არაჟნის კონსისტენციის, თუ ძალიან სქელი გამოვა, დაამატეთ ცოტა ნაღები.

სასარგებლო ნაყინის რეცეპტი, რომელიც შეგიძლიათ იმდენი მიირთვათ, რამდენიც გსურთ! | შენი სუფრა

მოათავსეთ მომზადებული მასა საყინულეში. 3 საათის შემდეგ ცოტა შეიყინება, მაგრამ 5 საათი მაინც დასჭირდება ნამდვილი ნაყინის მისაღებად.

სასარგებლო ნაყინის რეცეპტი, რომელიც შეგიძლიათ იმდენი მიირთვათ, რამდენიც გსურთ! | შენი სუფრა

ღამით ნაყინი ძალიან გაიყინება, ამიტომ სანამ მიირთმევთ 15-20 წუთით ადრე საყინულედან შედგით მაცივარში.

შეგიძლიათ გაამრავალფეროვნოთ სხვადასხვა ხილის გემოთი, აუცილებლად მოგეწონებათ.

author avatar
SheniSupra.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
READ  იტალიური ორცხობილა – კანტუჩი. დიდებული გემო და არომატი!

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ