მხოლოდ ნარურალური ინგრედიენტებისგან მომზადებული ხაჭოს ტორტი

0
21
#post_seo_title

ვისაც უყვარს ტკბილეული და თან არ უნდა ბევრი კალორიის მიღება, ეს ტორტი მათთვის არის. ის მზადდება მხოლოდ ნატურალური და სასარგებლო ინგრედიენტებისგან. ე. წ. ,,კრემ-დესერტი” არ შეიცავს შაქარსა და ფქვილს. სამაგიეროდ, მასში დიდი რაოდენობით თხილეული და ჩირია.

ყველაფერი, რაც ჩვენ მოგვეთხოვება არის: ინგრედიენტების ბოთლში ჩალაგება და საყინულეში შედგმა.

ინგრედიენტები

  • 350 გ ხაჭო
  • 100 გ არაჟანი
  • 20 გ ჟელატინი
  • 100 მლ წყალი
  • 60 გ თაფლი
  • 5 მლ ვანილის ექსტრაქტი
  • 100 გ ბერძნული კაკალი
  • 50 გ მიწისთხილი
  • 50 გ ფსტა
  • 40 გ კურაგა
  • 100 გ ფინიკი
  • 100 გ მოცვის ჩირი

მომზადება

1. ღრმა თასში შეურიეთ ხაჭო, არაჟანი, ვანილის ექსტრაქტი და თაფლი. ათქვიფეთ ბლენდერით, სანამ ერთგვაროვან მასას მიიღებთ. დაამატეთ მოცვი, მიწისთხილი და ფსტა.

მხოლოდ ნარურალური ინგრედიენტებისგან მომზადებული ხაჭოს ტორტი

2. ჟელატინი ჩაალბეთ ცივ წყალში, ინსტრუქციის მიხედვით. შემდეგ შედგით მიკროტალღურ ღუმელში. წვრილი ჭავლით ჩაასხით ხაჭოს მასაში, თან სულ ურიეთ.

მხოლოდ ნარურალური ინგრედიენტებისგან მომზადებული ხაჭოს ტორტი

3. დაჭერით კურაგა, ფინიკი და ნიგოზი, დაამატეთ ხაჭოს მასას და კარგად აურიეთ. აიღეთ სუფთა პლასტიკური ბოთლი და მოაჭერით მას ყელი. გადაიტანეთ ეს ნარევი ბოთლში და დააფარეთ ფოლგა.

მხოლოდ ნარურალური ინგრედიენტებისგან მომზადებული ხაჭოს ტორტი

4. ბოთლი შედგით მაცივარში 2-3 საათით, შემდეგ ფრთხილად გაჭერით მაკრატლით ერთი მხრიდან და გადმოიღეთ დესერტი. დაჭერით და მიიტანეთ სუფრასთან.

მხოლოდ ნარურალური ინგრედიენტებისგან მომზადებული ხაჭოს ტორტი

ხაჭოს დესერტი კარგად ინარჩუნებს ფორმას. თან ძალიან გემრიელი და სასარგებლო კერძია. შეგიძლიათ დაამატოთ ასევე დაფხვნილი ან გახეხილი შოკოლადი. ასე მიიღებთ სრულიად ახალ და განუმეორებელ გემოს.

გემრიელად მიირთვით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებსაც!

მასალის გამოყენების პირობები