ალბათ, რთულად მოიძებნება ადამიანი, რომელსაც მურაბა არ უყვარს.
ოჯახში კი ყველას გვყავს ისეთი წევრი, რომელსაც ყველაფერი სახლში მომზადებული უყვარს, ამიტომ, მურაბასაც საკუთარი ხელით ამზადებს. ხშირად შეცდომები გვეპარება, რის გამოც ან სტრუქტურა არ მოგვწონს ან არომატი.
დღევანდელ სტატიაში ვისაუბრებთ შეცდომებზე, რომლებსაც მურაბის მომზადებისას ვუშვებთ და მოგცემთ რჩევებს, თუ როგორ ავირიდოთ ისინი თავიდან.
მთავარი შეცდომები მურაბის მომზადებისას:
დაბალი ხარისხის ხილის გამოყენებაა. მარკეტებში ხშირად ვხვდებით ყუთებს, სადაც დაზიანებული ხილია მოთავსებული. ზოგადად მიჩნეულია, რომ სიცხე მიკრობებს კლავს, თუმცა ხშირად ასეთი ხილი შეიცავს საშიშ ტოქსინებს ანუ კარცეროგენებს, რომელთაც სიცხე ვერ ერევა, რამდენჯერმე გადადუღების შემდეგაც კი. ამიტომ, როცა ხილს მურაბისთვის ვიყენებთ, აუცილებელია, რომ მაღალი ხარისხის და უვნებელი იყოს.
ურაბისა და ჯემის მომზადებისას უმჯობესია, გამოიყენოთ ემალის ან ფოლადის ჭურჭელი. ხშირად იყენებენ ალუმინის ჭურჭელს, თუმცა ეს არ არის რეკომენდებული. ხილი შეიცავს მჟავებს, რომელიც ალუმინის ჭურჭელს ზედაპირზე არსებულ ნაწილაკებს აცლის, რაც შეიძლება შემდგომ მურაბაში მოხვდეს.
რადგანაც ჭურჭელზე ვსაუბრობთ, აქვე ერთი რჩევა : ყოველთვის დიდი ზომის, ღრმა ჭურჭელი გამოიყენეთ. ასე მურაბა უფრო სწრაფად ადუღდება და სტრუქტურაც არ დაიშლება.
როცა მურაბას ხარშავთ, არასოდეს მოამზადოთ პარალელურად სხვა კერძი. ხარშვისას მურაბა ოთახში არსებულ სუნს შთანთქავს და შეიძლება გემო შეეცვალოს.
დიასახლისები ხშირად მხოლოდ ერთხელ ადუღებენ მურაბას, რადგან ჰგონიათ, რომ ასე C ვიტამინს შეუნარჩუნებენ.C ვიტამინი ერთხელ ადუღების შემდეგ იკარგება.
მარწუყვისა და სხვა კენკრის მურაბის მომზადებისას ერთხელ ადუღება სრულებით საკმარისია, სხვა ხილის ჯემს კი 2-3-ჯერ ადუღება სჭირდება.
ხშირად, დიასახლისები ჩქარობენ და ქილებში ცხელ მურაბას ათავსებენ. სწორედ ასე ჩნდება შრეები: ხილი ზემოთ იწევს, სიროპი კი პირიქით – ქვემოთ.იმისათვის, რომ მასა ერთგვაროვანი იყოს, მხოლოდ გაგრილების შემდეგ მოათავსეთ ჯემი ქილებში.
მზა მურაბა ყოველთვის უნდა მოთავსდეს სუფთა, სტერილურ და მშრალ ქილებში. თუკი ქილა ოდნავ მაინც არის სველი, მურაბა ამჟავდება.
მასალის გამოყენების პირობები