მოამზადეთ ეს კომპოტი, რათა ზაფხულის ცხელი დღეები გაიგრილოთ

0
70
#post_seo_title

თუ ა, სეზონზე მარწყვი არ გიჭამიათ, კიდევ შეგიძლიათ მოასწროთ! მარწყვის სეზონი გადის, მაგრამ კენკრით გემრიელობების მომზადება ზამთრისთვისაც შეგვიძლია. წარმოგიდგენთ კომპოტს – მარწყვის მოჰიტოს, რომელიც მიმდინარე სეზონის სიცხეებში გემრიელად გააგრილებთ.

მოამზადეთ ეს კომპოტი, რათა ზაფხულის ცხელი დღეები გაიგრილოთ | შენი სუფრა

როგორ დავამზადოთ მოჰიტო

წარმოგიდგენთ მარტივ რეცეპტს. შეგიძლიათ პროპორციები გააორმაგოთ. ინგრედიეტები სამ ლიტრიან ქილაზეა გათვლილი.

მოამზადეთ ეს კომპოტი, რათა ზაფხულის ცხელი დღეები გაიგრილოთ | შენი სუფრა

ინგრედიენტები
  • 500 გ მარწყვი
  • 20 გ ლიმონი
  • 10 გ პიტნა
  • 300 გ შაქარი
  • 3 ლ წყალი
მომზადება

გარეცხეთ მარწყვი და გაასუფთავეთ.

ქილაში ჩადეთ პიტნის ფოთოლი, 3 ლიმნის რგოლი და მარწყვი.

მოამზადეთ ეს კომპოტი, რათა ზაფხულის ცხელი დღეები გაიგრილოთ | შენი სუფრა

ჩაასხით მდუღარე წყალი ქილაში. დააყენეთ ნახევარი საათი.

მოამზადეთ ეს კომპოტი, რათა ზაფხულის ცხელი დღეები გაიგრილოთ | შენი სუფრა

ნახევარი საათის შემდეგ გაცერით და დაუმატეთ შაქარი. მოხარშეთ სიროფი სანამ არ ადუღდება და შემდეგ კიდევ 3 წთ.

მოამზადეთ ეს კომპოტი, რათა ზაფხულის ცხელი დღეები გაიგრილოთ | შენი სუფრა

მზა სიროპი ჩაასხით ქილაში და თავსახური მოუხუფეთ. შეფუთეთ პლედში და სრული გაციების შემდეგ შეინახეთ იმ დრომდე, სადამდეც გინდათ.

მოამზადეთ ეს კომპოტი, რათა ზაფხულის ცხელი დღეები გაიგრილოთ | შენი სუფრა

ასე დააზადებთ უალკოჰოლო მოჰიტოს, რომელზეც ყველა გიჟდება. კომპოტი იდეალურია წლის ცივ სეზონებზეც და ყინულიც უხდება. თუ გაყინავთ, ნატურალურ წვენს მიიღებთ – მაღაზიის ნაყინის ალტერნატივას.

მასალის გამოყენების პირობები
READ  ნათელი, გემრიელი, გამაჯანსაღებელი აკროშკა – ნამდვილად ხსნაა ზაფხულში! არაჩვეულებრივი სოუსი “ქალაქური” აკროშკასთვის.