7.5K
ცილის კრემი „სველი ბეზე“ ნებისმიერს აღაფრთოვანებს საოცარი გემობრივი თვისებების წყალობით. მომზადება კი ძალიან ადვილია.
ინგრედიენტები:
4 კვერცხი
1 ჭიქა შაქარი
¼ ჩ.კ. ლიმონის მჟავა
მომზადება:
გააცალკევეთ კვერცხის გულები ცილისგან.
მოამზადეთ ორთქლის აბაზანა: დადგით ქვაბით წყალი. სანამ ადუღდება, ცილაში დაამატეთ შაქარი, ლიმონის მჟავა და ათქვიფეთ 1-2 წუთის განმავლობაში.

ადუღების შემდეგ კიდევ 15 წუთის განმავლობაში ათქვიფეთ. მასა ფაფუკი და ქათქათა უნდა გამოვიდეს.

გადმოდგით და 3-4 წუთით თქვიფეთ კიდევ.

კრემი მზადაა. შეგიძლიათ მორთოთ ნებისმიერი ნამცხვარი. თუ მოგეწონათ რეცეპტი, გაუზიარეთ მეგობრებსაც!




