როგორ მოვამზადოთ მდოგვი სახლის პირობებში

0
544
#post_seo_title

ფრანგული, ე. წ. დიჟონის მდოგვი ხორციან კერძებს განსაკუთრებით უხდება. ცნობილია, რომ ნებისმიერი პროდუქტი, რომელიც სახლშია მომზადებული, გაცილებით უფრო გემრიელია. იგივე შეიძლება ითქვას დიჟონის მდოგვზეც.

მდოგვი მოამზადეთ მარცვლოვანი მდოგვისგან სახლის პირობებში. იგი გამოდის ძალიან არომატული და ორიგინალური გემოს მქონე.

ინგრედიენტები

  • ასი გ მდოგვის მარცვალი
  • 20 მლ ვაშლის ძმარი
  • 90 მლ ფორთოხლის წვენი
  • ერთი ს. კ. თაფლი
  • ერთი ჩ. კ. მარილი

მომზადება

  1. მდოგვის მარცვლები გარეცხე და გააშრე. დაამატე ფორთოხლის წვენი და ვაშლის ძმარი.

როგორ მოვამზადოთ მდოგვი სახლის პირობებში | შენი სუფრა

  1. კარგად აურიე, ზემოდან დააფარე სამზარეულოს პარკი და დადგი ასე მინიმუმ 8 საათით.

როგორ მოვამზადოთ მდოგვი სახლის პირობებში | შენი სუფრა

  1. გაფუებული მდოგვი მოხარშე დაბალ ცეცხლზე 3 წუთის მანძილზე. პერიოდულად ურიე. დაამატე მარილი და გადმოდგი ცეცხლიდან.

როგორ მოვამზადოთ მდოგვი სახლის პირობებში | შენი სუფრა

  1. გაციებული მდოგვის მასაში ჩაასხი თაფლი. ხელის ბლენდერით ყველაფერი მსუბუქად ათქვიფე.

როგორ მოვამზადოთ მდოგვი სახლის პირობებში | შენი სუფრა

თუ არ გაქვს ფორთოხლის წვენი, გამოიყენე დაკონსერვებული კიტრის ან პომიდვრის მარინადის წვენი. უჩვეულოდ არომატული გამოდის.

გემრიელად მიირთვი და გაუზიარე ეს რეცეპტი შენს მეგობრებს!

author avatar
SheniSupra.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
READ  აირჩიეთ ამ სამი ლამაზმანიდან ერთ-ერთი!