მარინადი ღორის ხორცისთვის, მოამზადეთ განსხვავებულად

0
309
#post_seo_title

როგორც წესი, ღორის ხორცს წვავენ ან თუშავენ. მოხარშულს დიდად არ წყალობენ, მაგრამ ამჯერად გთავაზობთ მოამზადოთ მარინადი

რთული არაა, უბრალოდ საჭიროა მოცდა, რათა ხორცი სუნელებით ბოლომდე გაჯერდეს. თუ ქინძი არ გიყვართ, შეგიძლიათ ოხრახუშით, კამათი, პიტნათი, რეჰანით ან სხვა მწვანილით ჩაანაცლოთ.

ინგრედიენტები

ღორის ხორცი 500გ

შავი წიწაკის მარცვალი  3ც

მიხაკი 4ც

დაფნის ფოთოლო 2ც

ხახვი 3ც

ქინძი 1 კონა

წითელი წიწაკა 1ც

წყალი 50 მლ

ლიმნის წვენი 90მლ

ბალზამირებული ძმარი 2 ს.კ.

შაქარი 3 ს.კ.

მარილი 1.5 ჩ.კ.

ზეითუნის ზეთი 4 ს.კ.

შავი პილპილი 0.5 ჩ.კ.

მაიორანი 0.5 ჩ.კ.

ოხრახუში 1 ჩ.კ.

ცხარე წიწაკის ფანტელები 0.25 ჩ.კ.

მომზადება

ხორცის მთლიანი ნაწილი მდუღარე წყალში ჩაუშვით, დაამატეთ წიწაკის მარცვლები, დაფნის ფოთოლი და ხახვი. მოათავსეთ მიხაკი და ხარშეთ საშუალო ცეცხლზე. ნახევარი საათის შემდეგ მოაყარეთ მარილი და კიდევ 10 წთ ხარშეთ. თუ ხორცი მოწითალოა, ესეიგი მზად არაა და ხარშვა განაგრძეთ.

მარინადი ღორის ხორცისთვის, მოამზადეთ განსხვავებულად | შენი სუფრა

აურიეთ 50 მლ წყალი, ზეთი, ლიმნის წვენი და ბალზამირებული ძმარი. დაამატეთ სუნელები, მარილი და შაქარი.

მარინადი ღორის ხორცისთვის, მოამზადეთ განსხვავებულად | შენი სუფრა

დაჭერით ხახვი ტოლ წვრილ წრეებად ან ნახევარწრეებად.

მარინადი ღორის ხორცისთვის, მოამზადეთ განსხვავებულად | შენი სუფრა

ამოიღეთ ხორცი წყლიდან, დაჭერით საშუალო ნაჭრებად – მსუქანი ნაჭრები არ შეიწოვს, წვრილები კი მარინადში დაიშლება.

მარინადი ღორის ხორცისთვის, მოამზადეთ განსხვავებულად | შენი სუფრა

მარინადის მოსამზადებელ ჭურჭელში მონაცვლეობით მოათავსეთ ხორცის და ხახვის ფენები. დაასხით მარინადი, დაახურეთ თავსახური, შედგით მაცივარში მინიმუმ 4 საათით, სჯობს მთელი ღამით. ბოლოს წითელი წიწაკა დააჭერით და დაჭერით.

მარინადი ღორის ხორცისთვის, მოამზადეთ განსხვავებულად | შენი სუფრა

თეფშზე ლამაზად გაანაწილეთ და მწვანილით მორთეთ.

author avatar
SheniSupra.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
READ  ხაჭოს დესერტი მთელი ოჯახისათვის