მანდარინის ექსპორტი წელს ძირითადად პოსტსაბჭოთა ქვეყნებსა და დასავლეთ ევროპის რამდენიმე ქვეყანაში იგეგმება,
მანდარინის ექსპორტი კონკრეტულად რომელ ქვეყნებში მოხდება, ჯერ რთულია ამაზე საუბარი. თუმცა რაც შეეხება არასტანდარტულ მანდარინს, წელს ორი საკონსერვო ქარხანა იმუშავებს მის ჩასაბარებლად, არასტანდარტული მანდარინი ჩასაბარებელი არ დარჩება და ორივე ქარხანა სრული დატვირთვით მიიღებს, მოხდება გადამუშავება და შემდეგ საზღვარგარეთ გატანა.
როგორც საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელმა აღნიშნა, მთავრობის გადაწყვეტილებით არასტანდარტულ მანდარინს წელს მთავრობა 40 თეთრად ჩაიბარებს, საიდანაც 35 თეთრ იხდის აჭარის მთავრობა, ხოლო 5 თეთრს ის საკონსერვო ქარხანა, რომელიც ჩაიბარებს.
რაც შეეხება ჩვეულებრივი მანდარინის ფასებს, მას ბაზარი არეგულირებს. ჯერჯერობით 1 კილოგრამს ექსპორტიორები 80-90 თეთრად იბარებენ..
გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi
მასალის გამოყენების პირობები