პარასკევი, ოქტომბერი 3, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიჯანსაღი კვებარისგან უნდა შედგებოდეს თქვენი შვილის ლანჩბოქსი? - იდეები

რისგან უნდა შედგებოდეს თქვენი შვილის ლანჩბოქსი? – იდეები

ბავშვისთვის ჯანსაღი და გემრიელი ლანჩბოქსის მომზადება ყოველდღიური გამოწვევაა მშობლებისთვის. საკვები უნდა იყოს ნოყიერი, დაბალანსებული და მიმზიდველი, რომ ბავშვმა სიამოვნებით მიირთვას.

ლანჩბოქსი -როგორ უნდა ვაქციოთ სრულყოფილად?!  მნიშვნელოვანია, რომ კვება იყოს დაბალანსებული და მოიცავდეს შემდეგ კომპონენტებს:

1. ცილები – ხელს უწყობს ენერგიის შენარჩუნებას და ზრდას. მოხარშული კვერცხი. ქათმის ან ინდაურის ფილე. თევზი (მაგალითად, ორაგული) ხაჭო ან ბერძნული იოგურტი

2. ბუნებრივი ნახშირწყლები – ენერგიის წყაროა და ეხმარება ტვინის მუშაობას.

მთლიანი მარცვლეულის პური ან კრეკერი, ბრინჯი ან კუსკუსი. ხორბლის მაკარონი. ტკბილი კარტოფილი.

3. ხილი და ბოსტნეული – ვიტამინებისა და მინერალების მნიშვნელოვანი წყაროა. ვაშლი, ბანანი, მსხალი, ყურძენი. სტაფილო, კიტრი, ბულგარული წიწაკა. ბოსტნეულის სალათი.

4. ჯანსაღი ცხიმები – აუცილებელია ტვინისა და ნერვული სისტემის განვითარებისთვის. ავოკადო. კაკალი, ნუში, თხილი. ჩიას ან სელის თესლი.

5. რძის პროდუქტები (თუ ბავშვი მოიხმარს) – ძლიერი ძვლებისა და კბილებისათვის. ყველი, იოგურტი, რძის სასმელები,

იდეები მარტივი და გემრიელი ლანჩბოქსისთვის

✅ სენდვიჩი და ხილი

მთლიანი მარცვლეულის პური, ქათმის ფილი, ყველი და სალათის ფოთოლი, პლუს ყურძენი ან ბანანი.

✅ ბოსტნეულის და ხაჭოს დუეტი

სტაფილოს ჩხირები და კიტრი, ბერძნული იოგურტი ან ხაჭო.

✅  ბლინი

წიწიბურის ან შვრიის ბლინები თაფლით და კაკლით.

✅ პასტა და ბოსტნეული

მთლიანი მარცვლეულის მაკარონი პომიდვრის სოუსით და ყველით, გვერდით კი სტაფილოს ან კიტრის ნაჭრები.

✅ პური და ჰუმუსი

მთლიანი მარცვლეულის პური ჰუმუსით, ავოკადოთი და ბულგარული წიწაკით.

ლანჩბოქსის სწორად შერჩევით, თქვენ შეგიძლიათ უზრუნველყოთ თქვენი შვილის ჯანმრთელი და ენერგიული დღე!

 

 

author avatar
SheniSupra.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
READ  წვნიანის უპირატესობა ზაფხულში
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisment -spot_img

ბოლო სიახლეები