მედიაჰოლდინგ “შენის” მორიგი სტუმარია სვანური სწრაფი კვების ობიექტის “ჰარაკის” დამფუძნებელი ირინა ჩოფლიანი.
რა ლოკაციაზე მდებარეობს სვანური სწრაფი კვების ობიექტი “ჰარაკი”? რომელი კერძების დაგემოვნებას შეძლებთ? – ინტერვიუდან შეიტყობთ:
-მოგესალმებით, როგორც მივხვდი, სვანურ გემოს აცოცხლებთ… გაგვიმხილეთ, ვინ ქმნის ამ საოცარ გემოს?
– მოგესალმებით, მე ვარ ირინა ჩოფლიანი “ჰარაკის” დამფუძნებელი, ჩემს უკან კი დგას იმ საოცარი ადამიანების გუნდი, რომლებიც თითქმის 4 წელია ქმნის ამ უნიკალურ გემოებს.
-განგვიმარტეთ სიტყვა “ჰარაკი”…
– სიტყვა “ჰარაკი” ნიშნავს ძველ ამბავს, მითს, ჩვენს შემთხვევაში ჰარაკი გადმოგვცემს ძველი სვანური უნიკალური კერძების ისტორიას.
-საიდან გაჩნდა სვანური სწრაფი კვების ობიექტის გახსნის იდეა? თანაც თბილისში…
– “ჰარაკის” გახსნის სურვილი გამიჩინა იმ ფაქტმა, რომ თბილისში არ იყო ისეთი სვანური კვების ობიექტი, სადაც შევძლებდით ნამდვილი სვანური გემოების გასინჯვას.
– რა ლოკაციაზე შეგვიძლია, გესტუმროთ?
-ჩვენი მისამართია თბილისი, დიდი დიღომი, მირიან მეფის 60 ნომერი.
– ვინ არიან თქვენი მომხმარებლები? მხოლოდ სვანებზეა გათვლილი, თუ უკვე ტურისტების გულიც მოიგეთ?
– ჩვენი მომხმარებლების უმეტესი ნაწილი, რა თქმა უნდა, სვანია, მაგრამ ძალიან ბევრი – როგორც სხვა კუთხის წარმომადგენელი, ასევე ტურისტი გახდა დამოკიდებული ჩვენს კერძებზე.
–რომელი სვანური კერძი ლიდერობს თქვენს კვების ობიექტში?
– ჩვენს კერძებში პირველ ადგილზე, რა თქმა უნდა, კუბდარი დგას, რომელიც ჩვენთან მზადდება ნამდვილი სვანური ტრადიციული მეთოდით.
– მომავალში გაფართოებას ხომ არ გეგმავთ?
– მომავალში გაფართოებას რაც შეეხება, ვფიქრობთ, მაგრამ ჯერჯერობით ვერ გეტყვით – როდის და სად.
-გისურვებთ წარმატებას!
ავტორი – თაკო ფიცხელაური
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #pitskhelauri #აქხარისხია
გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi
მასალის გამოყენების პირობები