შაბათი, ივნისი 28, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიჯანსაღი კვებაროგორ შევარჩიოთ კომში

როგორ შევარჩიოთ კომში

იცით თუ არა როგორ უნდა შეარჩიოთ კომში? ეს ხილი ნებისმიერ სუპერმარკეტსა თუ ხილბოსტნეულის მაღაზიაში შეგიძლიათ შეიძინოთ, თუმცა ამ დროს რამდენიმე ნიშანს უნდა მიაქციოთ ყურადღება

კომში უდაოდ ძალიან სასარგებლო ხილია, თუმცა მისი შეძენისას ცოტამ თუ იცის თუ რას უნდა მიაქციოს ყურადღება.

კომშის კანის ფერი – უნდა იყოს ერთგვაროვანი ყვითელი, უმცირესი მომწვანო წერტილებიც კი არ უნდა ემჩნეოდეს;

კომშის არომატი – ნაყოფს უნდა ჰქონდეს დამახასიათებელი სასიამოვნო არომატი, რაც მისი სიმწიფის მაჩვენებელია;

მექანიკური დაზიანება – როცა კომშის ნაყოფზე მექანიკური დაზიანების კვალია, ასეთი ნაყოფის შენახვის ვადა მნიშვნელოვნად მცირდება;

,,ქვასავით“ მაგარი კომში – მართალია, კომშს, ზოგადად, მაგარი ნაყოფი აქვს, მაგრამ თუკი ის „ქვასავით“ მაგარია, ესე იგი, ნაყოფი დაუმწიფებელია;

კომშის ნაყოფის ზომა – უმჯობესია, დიდი ზომის ნაყოფი შეარჩიოთ.

ცნობისათვის: კომში წლის ერთ-ერთი უკანასკნელი ხილია. ნაყოფი ოქტომბერში მწიფდება, გვიან ჯიშები კი ნოემბერშიც გვხვდება ხეზე.

#drpkhakadze #pitskhelauri

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

author avatar
SheniSupra.ge
#drpkhakadze
READ  როგორ უნდა ვიკვებოთ კუნთოვანი მასის ზრდისთვის
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisment -spot_img

ბოლო სიახლეები