შაბათი, მაისი 10, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიUncategorizedკომში - მისი სასარგებლო თვისებები

კომში – მისი სასარგებლო თვისებები

კომში უძველესი ხილია. მისი კულტივირება, ჯერ კიდევ, 4 ათასი წლის წინათ ძველ საბერძნეთში დაუწყიათ

და თავისი სამეცნიერო სახელწოდებაც Cydonia – კუნძულ კრეტაზე მდებარე უძველესი ქალაქის Cydon-დან (დღევანდელი ქალაქი ხანია) მიიღო. კომში, არა მხოლოდ, გემრიელი და არომატული ხილია, არამედ მას უძველესი დროიდანვე განსაკუთრებულ სამკურნალო თვისებებსაც მიაწერდნენ და ხალხურ მედიცინაში აქტიურად იყენებდნენ.

კომშის სამკურნალო თვისებები კი ნამდვილად არ ყოფილა გადაჭარბებული. დღეს უკვე მეცნიერული კვლევებით არის დადასტურებული, რომ ნედლი ნაყოფი დიდი რაოდენობით შეიცავს ადამიანის ორგანიზმისათვის სასარგებლო და აუცილებელ ნივთიერებებს.

ამ ბლოგში ამ ხილის რამდენიმე, განსაკუთრებით, მარგებელ თვისებაზე შევაჩერებთ ყურადღებას, რომლებიც, ჩვენი აზრით, ყველაზე საინტერესოა:

კომში – მდიდარია ნუტრიენტებით

ნუტრიენტები ბიოლოგიურად მნიშვნელოვანი ელემენტებია, რომლებიც აუცილებელია ცოცხალი ორგანიზმის ფუნქციონირებისთვის. ნუტრიენტებს ადამიანის ორგანიზმი საკმარისი რაოდენობით ვერ გამოიმუშავებს და აუცილებელია მათი საკვებიდან მიღება.

კომში – შეიცავს ანტიოქსიდანტებს

კომში მისი სამკურნალო თვისებები დიდწილად განპირობებულია ანტიოქსიდანტების მდიდარი შემცველობით.

კომში – მისი სასარგებლო თვისებები | შენი სუფრა

ანტიოქსიდანტები ამსუბუქებენ მეტაბოლურ სტრესს, ამცირებენ ანთებას და იცავენ უჯრედებს თავისუფალი რადიკალებისგან. ზოგიერთმა კვლევამ აჩვენა, რომ ამ ხილის ანტიოქსიდანტები, მათ შორის – ფლავონოიდები, გულის ქრონიკული დაავადებებისგან გვიცავს.

#drpkhakadze

#pitskhelauri

წყარო

author avatar
SheniSupra.ge
#drpkhakadze
READ  მოამზადეთ კარტოფილის კატლეტები მარტივად
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisment -spot_img

ბოლო სიახლეები