კომბოსტოს ღვეზელი ქათმის ფილეთი

0
21
#post_seo_title

გაზაფხულის მოსვლასთან ერთად მარკეტებისა თუ ბაზრის დახლებზე ახალ-ახალი ბოსტნეული ჩნდება. ის საკმაოდ გემრიელია ზამთრის პროდუქტთან შედარებით. სარგებლობაზე ხომ საუბარიც ზედმეტია.კარგი რეცეპტით მომზადებული კი უფრო სასიამოვნო გემოებით მდიდრდება. ერთ-ერთი ასეთი სასარგებლო კერძია კომბოსტოს ღვეზელი, რომელიც ამავე დროს მარტივადაც მზადდება.

ინგრედიენტები

  • 800 გ ახალი კომბოსტო
  • ნახევარი კგ ქათმის ფილე
  • ასი გ ფქვილი
  • 4 გ გამაფხვიერებელი
  • ასი გ სტაფილო
  • 4 ცალი კვერცხი
  • 4 ცალი მწვანე ხახვი
  • ასი მლ ბერძნული იოგურტი
  • მარილი და შავი პილპილი გემოვნებით

მომზადება

  1. კომბოსტო დაჭერი თხლად, სტაფილო კი გახეხე მსხვილ სახეხზე. მოაყარე მარილი და აურიე.

კომბოსტოს ღვეზელი ქათმის ფილეთი

  1. ცხელ ზეთიან ტაფაში მოშუშე ხახვი ნახევარი წთ-ით, შემდეგ დაამატე ბოსტნეული და გააგრძელე შუშვა 15 წთ ის მანძილზე.

კომბოსტოს ღვეზელი ქათმის ფილეთი

  1. ხორცი დაჭერი თხლად. ცალკე ჯამში შეურიე იოგურტი, კვერცხი, ფქვილი და გამაფხვიერებელი.

კომბოსტოს ღვეზელი ქათმის ფილეთი

  1. საცხობ ფორმას ჩააფინე პერგამენტი და დაასხი ცოტა იოგურტის მასა. შემდეგ ფენად მოათავსე კომბოსტოს მასა, ზემოდან კი გაუშვი ხორცის ფენა. მოაყარე მარილი და პილპილი.

კომბოსტოს ღვეზელი ქათმის ფილეთი

  1. ხორცი დაფარე დარჩენილი კომბოსტოს მასით და დაასხი ასევე დარჩენილი იოგურტის მასა. შედგი 220 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 15 წუთით.

კომბოსტოს ღვეზელი ქათმის ფილეთი

ეს ღვეზელი თბილი სახითაც გემრიელია და მაცივარში ნამყოფიც. შესანიშნავია როგორც პიკნიკზე, ასევე სამსახურში წასაღებად.

გემრიელად მიირთვით და გაუზიარეთ რეცეპტი თქვენს მეგობრებს!

მასალის გამოყენების პირობები