სამშაბათი, ივლისი 15, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგირა უნდა ვიცოდეთ კვებითი ალერგიის შესახებ

რა უნდა ვიცოდეთ კვებითი ალერგიის შესახებ

კვებითი ალერგიები და კვებითი ჰიპერსენსიბილიზაციის სხვა ფორმები უამრავი ადამიანის პრობლემაა.

მის საფუძველს წარმოადგენს იმუნური სისტემის რეაქცია, ამა თუ იმ პროდუქტში შემავალ ცილაზე. სიმპტომების გამოვლენა და ინტენსივობა ვარირებს ჭინჭრის ციებიდან ანაფილაქსიამდე, მიუხედავად იმისა, რომ მუშავდება პერსპექტიული პრევენციული ღონისძიებები და თერაპიული სტრატეგიები, კვებითი ალერგია განუკურნებელია. ალერგიული რეაქციების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია ალერგენის ადრეული ამოცნობა და კვების რაციონის შესაბამისად მართვა.

ყველაზე გავრცელებული კვებითი ალერგენებია:

ძროხის რძე, კვერცხი, თევზი, პომიდორი, კიბოსნაირი მოლუსკები, კიბორჩხალები, ლობსტერები, კრევეტები, ხის თხილეული (ნუში, ნიგოზი), მიწის თხილი, ხორბალი, სოიო, სეზამი, კენკროვნები (მარწყვი), ციტრუსები, შოკოლადი და სხვა.

რა უნდა ვიცოდეთ კვებითი ალერგიის შესახებ | შენი სუფრა

კვებითი ალერგენების სია ბევრად გრძელია და ხშირად პირობითიც, ჰიპერსენსიბილიზაციის განვითარება შესაძლებელია ნებისმიერ ისეთ პროდუქტზე, რომელიც არ ითვლება „ალერგიულად“.

ალერგიის სიმპტომებია: ჭინჭრის ციება, კანის სიწითლე და გამონაყარი, ჩხვლეტის ან ქავილის შეგრძნება პირის ღრუს ლორწოვანზე, სახის, ტუჩების ან/და ენის შეშუპება, ღებინება ან/და დიარეა, მუცლის მოვლითი ხასიათის ტკივილი, სპაზმური ხველა, თავბრუსხვევა ან/და გაბრუება, ხორხის და სახმო იოგების შეშუპება, სუნთქვის გაძნელება, ხმის ტემბრის ცვლილება და ცნობიერების დაარღვევაც კი. იცოდეთ რომელი პროდუქტი იწვევს მას

თუ კვებითი ალერგია გაქვთ აუცილებელია:

იცოდეთ რა სიმპტომებით ვითარდება,

შეგეძლოთ პირველადი დახმარების გაწევა,

გამოიძახოთ გადაუდებელი დახმარების სამსახური.

წყარო

 

 

 

author avatar
SheniSupra.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
READ  უგემრიელესი ფრანგული მაკარონის მარტივი რეცეპტი shenisupra.ge -სგან
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisment -spot_img

ბოლო სიახლეები