კარტოფილი ალბათ ყველას უყვარს, გთავაზობთ განსხვავებულ რეცეპტს

0
99
#post_seo_title

ზოგჯერ ჩვეულებრივი კერძები გვბეზრდება, მაგალითად, კარტოფილი და გვსურს მისი განსხვავებული წესით მომზადება.

კარტოფილი მოამზადეთ კვერცხით.

ინგრედიენტები

  • ერთი ცალი კარტოფილი
  • ერთი ცალი კვერცხი
  • 10 გ კარაქი
  • ერთი ცალი ბულგარული წიწაკა
  • ცოტა მწვანილი
  • ცოტა ბეკონი
  • ცოტა მაგარი ყველი
  • მარილი და შავი პილპილი გემოვნებით

მომზადება

  1. კარტოფილი გარეცხე კანიანად და შემდეგ გამოაცხე ღუმელში – ჩვეულებრივი წესით.
  2. გამოიღე და როცა შეგრილდება, ამოაცალე გული.
  3. შიგნიდან წაუსვი კარტოფილს გამდნარი კარაქი სილიკონის ფუნჯით. მოაყარე მარილი და პილპილი.
  4. ფსკერზე მოათავსე გახეხილი ყველის ფუძე, შემდეგ დაჭრილი წიწაკა, მწვანილი და ბეკონი.
  5. კარტოფილი შეავსე ნახევრად, შემდეგ დაამატე უმი კვერცხი. თუ კარტოფილი პატარაა, გამოიყენე მწყერის კვერცხი.
  6. მოაყარე მარილი და პილპილი და ცოტა გახეხილი ყველი.
  7. შედგი 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 20 წუთით.

თვალსაჩინოებისთვის იხილე ვიდეო:

ეს გამომცხვარი კარტოფილი უნდა მიირთვა ცხელი სახით. კერძი შეგიძლია მორთო მწვანილით ან მოასხა რაიმე სოუსი. გემრიელად მიირთვი და გაუზიარე ამ საინტერესო გარნირის რეცეპტი შენს მეგობრებსაც.

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #pitskhelauri #აქხარისხია

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

მასალის გამოყენების პირობები
READ  გერმანული ტორტი “ღრუბელი”- ემოცია, რომელსაც სიტყვებით ვერ გადმოგცემთ.