კაკაოს ფასმა მაქსიმუმს მიაღწია

0
11
#post_seo_title

კაკაოს ფიუჩერსებმა შვიდი თვის განმავლობაში უმაღლეს დონეს მიაღწია. კერძოდ, ყველაზე აქტიური კონტრაქტი 5,4%-ით გაიზარდა და ტონაზე 10,380 დოლარს მიაღწია, რაც 29 აპრილის შემდეგ ყველაზე მაღალი დონეა.

კაკაოს წარმოების პერსპექტივები დასავლეთ აფრიკაში უარესდება, რაც ისტორიულად დაბალი მარაგის ფონზე გლობალურ მიწოდებას საფრთხეს უქმნის.

ფიუჩერსები იმ მაქსიმუმს უბრუნდება, რომელიც წლის დასაწყისში წამყვან მწარმოებელ ქვეყნებში, კოტ-დ’ივუარსა და განაში უამინდობის შემდეგ დაფიქსირდა.

ბოლო კვირებში საშუალო მოსავლის პროგნოზები გაუარესდა, ხოლო მომდევნო სამი თვის ამინდის პირობები განსაზღვრავს, კიდევ უფრო თუ გაუარესდება. დასავლეთ აფრიკის ძირითად მწარმოებელ რეგიონებს ჰარმატას სეზონური მშრალი პერიოდი დაუდგათ, რამაც შესაძლოა, ნიადაგი გამოაშროს და მოსავალი დააზიანოს.

ზოგადად, უამინდობამ, კლიმატის ცვლილებამ, სასუქების ნაკლებობამ და შოკოლადის ხის დაავადებების გავრცელებამ ტონაზე ფასი შესაძლოა, 20,000 დოლარამდე აიწიოს. ამასთან, მიწოდების დეფიციტი იმდენად მწვავეა, რომ კაკაოს მარცვლის მარაგი შესაძლოა, მთლიანად ამოიწუროს.

ცნობისთვის: 27 მარტს კაკაოს მარცვლების ფასმა ისტორიაში პირველად ტონაზე 10,000 დოლარს გადააჭარბა. თუმცა აპრილის ბოლოს და მაისის დასაწყისში ფასი, თითქმის, 28%-ით დაეცა და 1959 წლიდან მოყოლებული ამ პროდუქტზე კოტირებების რეკორდულ ვარდნას მიუახლოვდა.

#drpkhakadze #pitskhelauri

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniSupra.ge
#drpkhakadze

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ