ეს სათაური გაგაოცებთ, თუმცა არსებობს ისპანახის კექსი და ის უგემრიელესია.
ისპანახის კექს თუ თავად ცდით, დარწმუნდებით – ერთ საათში დესერტი სუფრაზე აღარ იქნება. გემოსთან ერთად კექსის ულამაზესი მწვანე ფერიც ატკბობს თვალს.
ინგრედიენტები
- ასი გ ისპანახი
- 3 ცალი კვერცხი
- 380 მლ რძე
- ათი გ გამაფხვიერებელი
- 75 გ ათქვეფილი ნაღები
- შოკოლადი ნებისმიერი
- 200 მლ ზეთი
- 240 გ შაქარი
- 300 გ ფქვილი
- 5 გ ვანილინი
- ნახევარი ჩ. კ. კარაქი
მომზადება
- ისპანახი გარეცხე და დააბლენდერე ზეთთან ერთად.
- კვერცხი და შაქარი ათქვიფე გათეთრებამდე, შეურიე 300 მლ რძე და ისპანახი.
- ჩააცერი ფქვილი, გამაფხვიერებელი და ვანილინი და მოზილე თხევადი ცომი.
- საცხობ ფორმას წაუსვი კარაქი და მოაფრქვიე ცოტა ფქვილი. ჩაასხი ცომი და გამოაცხე 170 გრადუსზე 45 წუთის მანძილზე.
- მშრალი ათქვეფილი ნაღები შეურიე დარჩენილ რძეს და აურიე კარგად. გადაიტანე საკონდიტრო ტომარაში.
- კექსი რომ გაცივდება, ამოიღე ფორმიდან, გაჭერი სისქეზე და ქვედა ნაწილს უხვად წაუსვი ნაღები. დააფარე ზედა ნაწილი.
- შოკოლადი გაადნე და მოასხი კექსს ალაგ-ალაგ.
ათქვეფილი ნაღები შეგიძლია შეცვალო სხვა შიგთავსით: შედედებული რძით, კრემით ან ჯემით. დაჭრილი ისპანახის კექსი შესანიშნავად გამოიყურება. მიირთვით ჩაისთან ერთად და ისიამოვნეთ!
გაუზიარეთ რეცეპტი თქვენს მეგობრებს!
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #pitskhelauri #აქხარისხია
გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi