ისეთი არომატულია, რომ მომზადებისთანავე ქრება თეფშებიდან!

0
29
#post_seo_title

პირველ რიგში გეტყვით,რომ არ არის აუცილებელი, კრეკერების მომზადება მხოლოდ ნივრის არომატით. შეგიძლიათ გამოიყენოთ წიწაკა, ხმელი სუნელი, პროვანსული მწვანილი, ინდური სანელებლები, რომლებიც თქვენს სამზარეულოს უნიკალური არომატით გაავსებს.

თუ გსურთ ნაკლებად კალორიული გამოგივიდეთ, კარაქის ნაცვლად ნებისმიერი ზეთი იხმარეთ და ყველი საერთოდ ამოიღეთ რეცეპტიდან.

შემადგენლობა

ნივრის 4 კბილი.

კარაქი 100 გ

პური 800 გ

მარილი 1 ჩ/კ.

ოხრახუში გემოვნებით

პარმეზანის ყველი 25 გ

მომზადება

გაადნეთ კარაქი, დაამატეთ დაფქვილი მწვანილი და ნიორი. დაჭერით პური კუბიკებად, დაასხით და აურიეთ. პერგამენტის ქაღალდზე მოაყარეთ გახეხილი ყველი , დააწყეთ პურის ნაჭრები და 10 წუთით შედგით გაზქურაში 220 გრადუსზე. გამოიღეთ, აურიეთ და 5 წუთით ისევ შედგით.

ეს ძალიან უბრალო და მარტივი რეცეპტი დაემატება თქვენი სამზარეულოს რეცეპტების ყულაბას. რატომ უნდა მივირთვათ მაღაზიის კრეკერი, როცა შეგვიძლია თავად მოვამზადოთ ახალი ინგრედიენტებისგან და ყველა ვასიამოვნოთ ხრაშუნა და არომატული გემრიელობით.

მასალის გამოყენების პირობები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ