ორშაბათი, იანვარი 20, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიქართული სამზარეულოინტერიერის დიზაინის 10 ხრიკი თქვენი სახლის გარდაქმნისთვის

ინტერიერის დიზაინის 10 ხრიკი თქვენი სახლის გარდაქმნისთვის

ინტერიერის დიზაინერები ფლობენ საიდუმლო ხრიკებს სახლის გარდაქმნისთვის. ოდესმე დაფიქრებულხართ, როგორ შეუძლიათ იმის გაკეთება, რომ პატარა სივრცე მის ზომაზე ორჯერ უფრო მეტად გამოიყურებოდეს? ან როგორ შეუძლიათ მთლიანად შეცვალონ ოთახის ატმოსფერო მხოლოდ რამდენიმე ნიუანსით?

გაგიმხელთ დიზაინის ჭკვიანურ რჩევებს, რომლებსაც მარტივად გამოიყენებთ თქვენი სახლის გარდაქმნისთვის.

1. გამოიყენეთ შესაბამისი ფერი, რათა თქვენი ოთახი უფრო დიდი ჩანდეს

ოთახის კედლების ფერის არჩევისას არ უნდა გაითვალისწინოთ მხოლოდ თქვენი გემოვნება. ფერს აქვს მნიშვნელოვანი გავლენა, ამიტომ ასევე მნიშვნელოვანია სხვა ფაქტორების გათვალისწინებაც, როგორიცაა სივრცის ზომა. ინტერიერის დიზაინერები ასახელებენ რამდენიმე ფუნდამენტურ პრინციპს, როგორიცაა, მაგალითად, დეტალი, რომ მუქი ფერები ოთახს უფრო პატარას ხდის, ხოლო ღია ფერის კედლები სივრცეს ადიდებს…

გაითვალისწინეთ, ზოგიერთმა ფერმა შეიძლება გამოიწვიოს შფოთვა და ძილის პრობლემები, ხოლო სწორად შერჩეული ფერები შეიძლება იყოს ესთეტიკურად სასიამოვნო და თქვენი ჯანსაღი ფსიქიკური მდგომარეობის განმსაზღვრელი.

2. გამოიყენეთ დეკორატიული სარკეები თქვენი საცხოვრებელი ფართის გასანათებლად

სარკეების სტრატეგიული განლაგება პატარა სივრცეს უფრო დიდ ზომას სძენს. მოათავსეთ სარკეები ფანჯრების მოპირდაპირე მხარეს მყისიერი განათების დასამატებლად. დეკორატიული სარკეები ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას კედლის ცარიელი სივრცის შესავსებად, ნახატებისა და სხვა ხელოვნების ნიმუშების ნაცვლად. ინტერიერის დიზაინერების უმეტესობა თანხმდება, რომ დიდი თუ პატარა სარკეები ანიჭებენ სინათლეს და დიდ განზომილებას თქვენს საცხოვრებელ სივრცეს.

3. გახადეთ ის კომფორტული

ბევრი რამ არის გასათვალისწინებელი სახლის დეკორაციისას. რა თქმა უნდა, გინდათ, რომ თქვენი სახლი ლამაზად გამოიყურებოდეს, მაგრამ არა – მუზეუმის მსგავსად. ამიტომ მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს – გახდეს თქვენი სახლი “კომფორტული თავშესაფარი”. შექმენით მისაღები სივრცე, სადაც სასიამოვნო დროს გაატარებთ თქვენს ოჯახთან და მეგობრებთან ერთად.

4. გამოიყენეთ ის, რაც უკვე გაქვთ

ინტერიერის დიზაინერებს უყვართ ხელახლა გამოყენება, რაც უკვე გაქვთ. ეს ხელს უწყობს მათი პროექტის ბიუჯეტის შემცირებას და ისიც უნდა გავაცნობიეროთ, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია, შემცირდეს ნარჩენი მასალა მსოფლიოში ეკოლოგიური სისუფთავის კონტექსტში.

მაგალითად:
ხის, ლითონის ან ვერცხლის უჯრები შეიძლება განთავსდეს თაროებზე, ჩაის მაგიდებსა თუ ჩემოდნებზე, საწოლისა და ყავის მაგიდებზე დამატებითი ტექსტურის და განზომილების მისაღებად. დაალაგეთ მათზე სანთლები, ზემოდან ჩარჩოები ან წიგნები დააწყვეთ.

ამ ყველაფრით დაზოგავთ დიდ ფულს და ამავდროულად, თქვენს სივრცეს უფრო პირადულს/ინფივიდუალურს გახდით. თქვენი სახლი იქნება იმის ანარეკლი, თუ ვინ ხართ და რა გიყვართ… ინტერიერის დიზაინერებისთვის ეს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

5. აქცენტი კედელზე

გახსოვდეთ, ბალანსი ყოველთვის მთავარია. თუ გსურთ თამამი ცვლილების შეტანა, ნუ გააკეთებთ რაიმე რადიკალურს, უბრალოდ, გადადგით მცირე ნაბიჯები. მაგალითად, თუ გსურთ თქვენი კედლების მოხატვა, სცადეთ ერთაქცენტიანი კედელი დახატოთ მთელი კედლის ნაცვლად.

ძლიერი ნიმუშები შეიძლება იყოს ამაღელვებელი, მაგრამ დიდი რაოდენობით. გადატვირთეთ ერთი კედელი, სხვები კი დატოვეთ სადად, რათა თქვენი სახლის დეკორმა „ისუნთქოს“ და გამოიყურებოდეს დაბალანსებულად.

6. გამოიყენეთ დეკორატიული ბალიშები და ფარდაგები

თქვენი სახლის დეკორაციის გარდაქმნის მარტივი გზა შეიძლება სწორი აქსესუარების გამოყენებაც იყოს. დეკორატიული ბალიშები და ხალიჩები, როგორც სახლის აქსესუარები, მარტივი და იაფი გზაა თქვენი დეკორაციის გარდაქმნისთვის…
ასე რომ, თუ სახლის შეცვლას აპირებთ, დაიწყეთ ელეგანტური დეკორატიული ბალიშებისა და ხალიჩების მოძიებით, რომლებიც მიჰყვება ნებისმიერ ტენდენციას.

7. გამოიყენეთ მცენარეები

ბუნებაში დროის გატარება დაკავშირებულია სტრესის დონის შემცირებასთან და დაძაბულობის განმუხტვასთან. თუ არ შეგიძლიათ ისე ხშირად იყოთ გარეთ, როგორც გინდათ, მაშინ შემოიტანეთ ბუნება თქვენს სახლებში. მცენარეები არის იაფი საშუალება თქვენი სივრცის გასაფორმებლად და ფერისა და ტექსტურის დასამატებლად.
მცენარეები არა მხოლოდ ლამაზია, არამედ აუმჯობესებს ჰაერის ხარისხს და აბალანსებს ტენიანობას, შთანთქავს დამაბინძურებლებს და აშორებს ჰაერიდან მავნე აირებს.

8. გააფართოვეთ თქვენი წიგნის კარადა ან კედელი

ინტერიერის დიზაინერები გიჟდებიან თქვენს სახლში შპალერის იმგვარად გამოყენებაზე, რომ თქვენს სივრცეს მძაფრი, გრაფიკული ატმოსფერო შესძინონ. მას შეუძლია მყისიერად გარდაქმნას თქვენი მისაღები ან საძინებელი, ხოლო თქვენს სახლს ინდივიდუალიზმი შესძინოს.

წიგნის კარადები იდეალური ადგილია დასაწყებად, რადგან არ გჭირდებათ დიდი რაოდენობით ფონის გამოყენება. წიგნების კარადების გარდა, შეგიძლიათ სცადოთ ბუხრები, ან კარადები.

9. აურიეთ!

ინტერიერის დიზაინერებისთვის, სივრცის გაფორმებისას ყველაზე სახალისოა დიზაინის სხვადასხვა სტილის შერევა. წარმოიდგინეთ, აიღეთ თქვენი ბაბუის ანტიკვარული მაგიდა და აურიეთ რამდენიმე თანამედროვე ნივთთან… ნახავთ, როგორ ლამაზად თანაარსებობენ ისინი ერთად…

ანალოგიურად, შეგიძლიათ შეურიოთ ტექსტურები და ქსოვილები…

10. დაამატეთ რაიმე ორიგინალური

ინტერიერის დიზაინერები მიიჩნევენ, რომ ყველას უნდა ჰქონდეს განსაკუთრებული დეტალი სახლში – ავეჯი, ტექსტილი, დეკორი… – რაღაც, რაც აყალიბებს განწყობას… რაც გაგრძნობინებთ თავს ისე, როგორც საკუთარ სახლში, როცა მას უყურებთ. როცა გრძნობთ, რომ ის რაღაც ღრმად არის დაკავშირებული იმასთან, ვინც ხარ.

ეს შეიძლება იყოს მაგიდა, გარდერობი, კომოდი, ხელოვნების ნიმუში, დუტის საფარი ან ნებისმიერი სხვა დეკორატიული ნივთი. სანამ ის შენთვის რაღაცას ნიშნავს, საგანს მნიშვნელობა არ აქვს.

წყარო

#gochadze #drpkhakadze #sheniambebi #sheniinterieri

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniSupra.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
საუკეთესო აქტივობები ლიხტენშტაინში

საუკეთესო აქტივობები ლიხტენშტაინში

20 January, 2025
ჯანდაცვის სისტემების გაძლიერებაზე, სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ჯანდაცვის სისტემების გაძლიერებაზე, სამუშაო შეხვედრა გაიმართა

იანვარი 20, 2025
ლიეტუვური მედია: ლიეტუვაში 2024 წელს შობადობა ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა

ლიეტუვური მედია: ლიეტუვაში 2024 წელს შობადობა ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა

20 იანვარი 2025
3 ნათელი და საინტერესო ფერი საძინებლის დიზაინისთვის

3 ნათელი და საინტერესო ფერი საძინებლის დიზაინისთვის

იანვარი 20, 2025
თოვა და -7 გრადუსი ყინვა – 20 იანვარს მოსალოდნელი ამინდი ქალაქების მიხედვით

თოვა და -7 გრადუსი ყინვა – 20 იანვარს მოსალოდნელი ამინდი ქალაქების მიხედვით

იანვარი 20, 2025
გერმანელ ახალგაზრდებს ყველაზე მეტად ომის ეშინიათ. ახალი კვლევა

გერმანელ ახალგაზრდებს ყველაზე მეტად ომის ეშინიათ. ახალი კვლევა

13 იანვარი 2025
თოვა და -7 გრადუსი ყინვა – 20 იანვარს მოსალოდნელი ამინდი ქალაქების მიხედვით

თოვა და -7 გრადუსი ყინვა – 20 იანვარს მოსალოდნელი ამინდი ქალაქების მიხედვით

იანვარი 20, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
როგორ მოვამზადოთ სახის კანის ნატურალური ნიღაბი ავოკადოსგან

როგორ მოვამზადოთ სახის კანის ნატურალური ნიღაბი ავოკადოსგან

იანვარი 20, 2025
რა მჭირდება საზღვარგარეთ ცხოვრებისთვის: მთავარი მოთხოვნები და რჩევები

რა მჭირდება საზღვარგარეთ ცხოვრებისთვის: მთავარი მოთხოვნები და რჩევები

20 იანვარი 2025
მცხეთიდან ავჭალისკენ 3.4-კილომეტრიანი გვირაბის გაყვანა იგეგმება — თბილისის შემოვლითი გზის პროექტი

მცხეთიდან ავჭალისკენ 3.4-კილომეტრიანი გვირაბის გაყვანა იგეგმება — თბილისის შემოვლითი გზის პროექტი

იანვარი 19, 2025
Tik-Tok-მა აშშ-ში მუშაობა შეწყვიტა — რას ნიშნავს ეს 170 მილიონი მომხმარებლისთვის

Tik-Tok-მა აშშ-ში მუშაობა შეწყვიტა — რას ნიშნავს ეს 170 მილიონი მომხმარებლისთვის

იანვარი 19, 2025
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisment -spot_img

ბოლო სიახლეები