სამშაბათი, აპრილი 1, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგიინდოეთი, მექსიკა, სპარსეთი თუ საქართველო - იცი, რომელია საცივის ქვეყანა?

ინდოეთი, მექსიკა, სპარსეთი თუ საქართველო – იცი, რომელია საცივის ქვეყანა?

საცივზე, რომელიც ქართული სადღესასწაულო სუფრის გვირგვინად მიიჩნევა, ამბობენ, რომ ინდური ფესვები აქვს და მას ხშირად ადარებენ ინდურ კერძს, რომელსაც კარი ჰქვია.

მასში სუნელების დიდი რაოდენობაა, მაგრამ სრულიად უცხოა ამ კერძისათვის ნიგოზი. მხოლოდ იშვიათ შემთხვევაში თუ შეხვდებით კარის ისეთ ვარიანტს, რომელშიც ნუში იქნება გამოყენებული. მის შემადგენლობაში შედის ქოქოსის რძე, ნაღები, ქათმის ხორცი და უამრავი სანელებელი.

უნდა აღინიშნოს, რომ ინდურ სამზარეულოში სუნელები ჯერ იხალება ცხიმთან ერთად და შემდეგ გამოიყენება კერძში. მიაჩნიათ, რომ სუნელი მხოლოდ ასე  ხსნის  თავის არომატულ თაიგულს.

ნიგვზისა და თხილეულის გამოყენება ხორციან კერძებში პოპულარული იყო სასანიდურ სპარსეთში. სპარსელებისგან არაბებმა, მანამდე კი ძველმა რომაელებმა ისწავლეს ტკბილი და ნუგბარი კერძების გასქელება დაფხვნილი ნუშითა და ნიგვზით. სპარსელებმა, ისევე როგორც არაბებმა, ხორციანი კერძების რეცეპტები კავკასიელებისგან შეითვისეს.

მექსიკაში არსებობს კერძი – ინდაურის მოლე, რომელიც ასევე შეიძლება საცივის შორეულ ნათესავად ჩაითვალოს.მოლეში ქინძთან და წითელ წიწაკასთან ერთად ნუშს იყენებენ, მაგრამ ის, რაც მას სრულიად უნიკალურ გემოს აძლევს, შოკოლადია, რომლის სამშობლოც მექსიკაა.

საქართველოს თითოეული კუთხე აცხადებს პრეტენზიას, რომ საცივი სწორედ მისი ტრადიციული კერძია. ასე რომ, ძნელია საცივის პირველწყაროს მიგნება.

გთავაზობთ საცივის ყველაზე გავრცელებულ რეცეპტს:

მასალა:

საშუალო ზომის ინდაური

ნიგოზი – 1 კგ

ხახვი – 400 გ

უცხო სუნელი – 1 ს.კ.

ყვითელი ყვავილი – 2 ს.კ.

მიხაკი – 1 ჩ.კ.

დარიჩინი – 1 ჩ.კ.

ყვითელი კოჭა – 0.5 ჩ.კ.

ხმელი ქინძი – 0.5 ჩ.კ.

ნიორი – 2 კბილი

ძმარი, მარილი და წითელი წიწაკა – გემოვნებით

მომზადება: მოვხარშოთ ინდაური. მოვაყაროთ მარილი და შევბრაწოთ ღუმელში. ბულიონს მოვხადოთ ცხიმი და მასში მოვშუშოთ წვრილად დაჭრილი ხახვი. ნიგოზი ორჯერ გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში. ავურიოთ დაფქული სუნელები, დაჭყლეტილი ნიორი და ხელით ვზილოთ, სანამ ზეთი არ გამოუვა. ზეთი გადავწუროთ ცალკე ჭურჭელში. ნიგვზის მასას შევურიოთ მოშუშული ხახვი, ცოტა ბულიონი და ერთგვაროვან მასად ვაქციოთ. მომზადებული ნიგოზი გავხსნათ ინდაურის იმდენ ბულიონში, რომ მივიღოთ თხელი არაჟნის კონსისტენციის მასა. შევაზავოთ მარილითა და წიწაკით.

READ  ძი­რი­თა­დად 50 წლის ასა­კის ზე­მოთ გვხვდე­ბა ორი­ვე სქეს­ში

მომზადებული საცივის წვენი ქვაბში ჩავასხათ და ჩავაწყოთ ინდაურის ნაჭრები. დავდგათ ნელ ცეცხლზე და ვადუღოთ 5 წუთი, თან ვურიოთ. შეგრილებულს შევურიოთ ძმარი. სუფრასთან მიტანის წინ მოვასხათ ნიგვზის ზეთი.

წყარო

გაეცანი საქართველოში პირველ შემეცნებით-კულინარიულ პლატფორმას…

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #sheniekimi #shenisofeli #shenisupra #sheniambebi #sheniinterieri #shenihoroskopi #sheniganatleba #accreditationge #shenidasveneba #gochadze @shenisupra @drpkhakadze

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniSupra.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
მესტრე: მშვიდი იტალიური ქალაქი ვენეციის ქაოსს მიღმა

მესტრე: მშვიდი იტალიური ქალაქი ვენეციის ქაოსს მიღმა

1 April, 2025
ფილტვის კიბოს იმუნოთერაპიული მკურნალობა „კონსილიუმ მედულაში“

ფილტვის კიბოს იმუნოთერაპიული მკურნალობა „კონსილიუმ მედულაში“

აპრილი 1, 2025
„ცხრა წელი ვიცხოვრეთ ერთად და მიღალატა… მეორედ სხვის ჯინაზე გავთხოვდი – ნინო კობერიძე

„ცხრა წელი ვიცხოვრეთ ერთად და მიღალატა… მეორედ სხვის ჯინაზე გავთხოვდი – ნინო კობერიძე

1 აპრილი 2025
პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

აპრილი 1, 2025
სურსათის ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს – „გამოვლინდა გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი“

სურსათის ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს – „გამოვლინდა გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი“

აპრილი 1, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
თბილისში ორი ახალი მეტროსადგურის მშენებლობა იგეგმება

თბილისში ორი ახალი მეტროსადგურის მშენებლობა იგეგმება

აპრილი 1, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
დალი ჩიტალაძე 62 წლის გახდა,

დალი ჩიტალაძე 62 წლის გახდა,

აპრილი 1, 2025
ემიგრანტებისთვის საჭირო რჩევები: ლეგალური სტატუსი, მოქალაქეობა და სოციალური დახმარებები ევროპაში

ემიგრანტებისთვის საჭირო რჩევები: ლეგალური სტატუსი, მოქალაქეობა და სოციალური დახმარებები ევროპაში

1 აპრილი 2025
თბილისის 5 საუკეთესო კაფე, რომელსაც უნდა ესტუმრო

თბილისის 5 საუკეთესო კაფე, რომელსაც უნდა ესტუმრო

აპრილი 1, 2025
ტომ კრუზის ცნობილი კადრი ლეგოს კუბიკებით გაცოცხლდა — „შეუსრულებელი მისია“ LEGO Ideas-ზე

ტომ კრუზის ცნობილი კადრი ლეგოს კუბიკებით გაცოცხლდა — „შეუსრულებელი მისია“ LEGO Ideas-ზე

მარტი 31, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisment -spot_img

ბოლო სიახლეები