იმისათვის, რომ გამოვიდეს ნაზი და ჰაეროვანი, გაითვალისწინეთ ეს ორი რჩევა.

0
81
#post_seo_title

უნდა გაითვალისწინოთ ერთი რომ კეფირისა და გამაფხვიერებელის ნაზავის ცომში შერევისას, როცა ბუშტუკები ჩნდება, უმალვე ღუმელში უნდა შედგათ, და მეორე – ღუმელი პირველი 10 წუთის განმავლობაში არ უნდა გამოაღოთ. მხოლოდ ამ შემთხვევაში გამოვა ჰაეროვანი ბისკვიტი.

ინგრედიენტები

200 გრ ფქვილი

2 ს.კ. გამაფხვიერებელი

200 მლ კეფირი

100 გრ შაქარი

5 ს.კ. ზეთი

1 ჩ.კ. ვანილინი

0,5-1 ს.კ. მანანის ბურღული

მომზადება

ჩართეთ ღუმელი, დააფინეთ საცხობ ფორმაზე პერგამენტი, მოაყარეთ მანანის ბურღული – ამ შემთხვევაში ბისკვიტის გადმოღება გაგიადვილდებათ.

შეურიეთ გაცრილი ფქვილი, გამაფხვიერებელი და ვანილი.

ოთახის ტემპერატურის კეფირს დაუმატეთ ზეთი, შაქარი, მოურიეთ სანამ შაქარი არ გადნება.

შეურიეთ ორივე მასა. ფქვილში დაუმატეთ კეფირის მასა ნელ-ნელა, მუდმივად ურიეთ, სანამ ბუშტუკები არ გაჩნდება.

დაასხით საცხობ ფორმაზე ცომი. შედგით 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 15-20 წუთის განმავლობაში. არ გამოაღოთ ღუმელი პირველი 10 წუთის განმავლობაში მაინც, სხვაგვარად, ცომი არ ამოვა.

მზა ბისკვიტს სურვილისამებრ შეგიძლიათ მოაყაროთ შაქრის პუდრი, ან მოამზადოთ ტორტი – გაჭერით ჰორიზონტალურად და წაუსვით ნებისმიერი კრემი. შეინახეთ ეს რეცეპტი და გაუზიარეთ მეგობრებს!

READ  მრავალფენიანი სალათის არაჩვეულებრივი და ძალიან გემრიელი შემცვლელი!

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ