ორშაბათი, ნოემბერი 25, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგიგაგაცნობთ ქართული ჩირეულის საწარმოს - "იმერეთნო"

გაგაცნობთ ქართული ჩირეულის საწარმოს – “იმერეთნო”

მედია ჰოლდინგი “შენი” განაგრძობს ქართული სტარტაპის მხარდაჭერას.

ამჯერად წარმოგიდგენთ  კიდევ ერთ წარმატებულ ქართულ სტარტაპს – ,,იმერეთნო’’, რომელმაც ბაზარზე გამოჩენისთანავე დიდი მოწონება დაიმსახურა და ნაბიჯ-ნაბიჯ განგრძობს ზრდასა და გავნითარებას.

“იმერეთნო” ძირითადად ნატურალურ, 100 %-ით უშაქრო სხვადასხვა ხილის ტყლაპს და ჩირს აწარმოებს. ის გახლავთ პირველი ქართული კომპანია, რომელმაც წარმოებაში ჩაუშვა ქართული “ჩირის ბოქსები.”

 როგორ შეიქმნა  ოჯახური ბიზნესი, რა დაბრკოლებების გადალახვა მოუწიათ და რა სამომავლო გემები აქვთ …. ამის შესახებ ,,იმერეთნოს’’ დამფუძნებელი მაკა ვაზაგაშვილი გვესაუბრა:

– რას აწარმოებს თქვენი სტარტაპი? ძირითადი აქცენტი გვაქვს ორი მიმართულებით: ეს არის ტყემლის, 100%-ით უშაქრო ტყლაპი და ჩირი.

ხოლო ფესტივალებისათვის და სადღესასწაულო პერიოდში ვამზადებთ მინი ჩურჩხელებს, ასევე უშაქროდ. ოჯახში შენახული ბადაგით. თუმცა სეზონურად ასორტიმენტს ვზრდით და ვამატებთ სხვადასხვა ხილის ტყლაპს, ამ ეტაპზე მარწყვის სეზონია და როგორც გამოცდილებამ გვაჩვენა ჩვენი მომხმარებლების საყვარელ პროდუქტს სწორედ მარწყვის ტყლაპი წარმოადგენს.

– რატომ დასახელება “იმერეთნო”?

– ყველაზე რთული სახელის მოფიქრება იყო. რაღაც ისეთი მინდოდა, რაც ჩვენს მთავარ ღირებულებას გამოხატავდა. არ იქნებოდა უკვე გამოყენებული და რაც მთავარია საინტერესო,დასამახსოვრებელი და ყურადღების მიმქცევი უნდა ყოფილიყო ძალიან ბევრი ადამიანი იყო ჩართული სახელის შერჩევაში,ოჯახის წევრები, მეგობრები. ბევრი ფიქრის მერე ,სრულიად მოულოდნელად,საერთოდ სხვა ფიქრებში რომ ხარ გართული ასე გადავწყვიტე რომ იქნებოდა “იმერეთნო”,რაც გულისხმობს იმერულს,ამ კუთხისათვის დამახასიათებელს!

გაგაცნობთ ქართული ჩირეულის საწარმოს - "იმერეთნო"

– საიდან იწყება “იმერეთნოს” ისტორია?

– “იმერეთნო” დიდი ხნის მანძილზე არსებობდა ჩემს გონებაში,სულ ვფიქრობდი, რომ ოდესღაც დადგებოდა დრო როცა ამ საქმიანობას დავიწყებდი, მაგრამ წლები გადიოდა და პირველი ნაბიჯების გადადგმა მიჭირდა.

მე და ჩემი მეუღე პატარას ვზრდიდით, დამხმარის გარეშე და წარმოუდგენლად მეჩვენებოდა კიდევ საქმის დამატება. მაგრამ ერთ დღესაც ჩემმა მცირეწლოვანმა შვილმა მკითხა –

” დედა, შენ რატომ არაფერი გამოხვედი?” – მივხვდი, რომ ეს იყო ის ზღვარი, რომელსაც მივაღწიე და მეტი აღარ შეიძლებოდა დროის გადაწევა, მაშინვე უნდა დამეწყო. თუმცა ასე სწრაფად მოვლენების განვითარებას ნამდვილად არ მოველოდი. ჯერ ონლაინ კურსების გავლა დავიწყე “კრაფტ აკადემიაში” .

გავიგე, რომ “აწარმოე საქართველოში” პროგრამა იწყებოდა და დავიწყე მზადება. .დავიწყე ჩემი საქმიანობისათვის საჭირო ინვენტარის ,დანადგარების მოძიება, შესწავლა. დავდიოდი სამშენებლო და სარემონტო მასალების მაღაზიებში…

მოვიპოვე “აწარმოე საქართველოში” დაფინანსება. აქედან დაიწყო დიდი თავგადასავალი, ჯერ საწარმოს მოწყობა, შემდეგ მთავარი დანადგარის დამზადების მოლოდინი, პირველი ფესტივალი,პირველი შეკვეთა და დღემდე ამ თავგადასავალში ვართ.

– თქვენი ნაწარმის შესახებ გვესაუბრეთ…

– როგორც უკვე აღვნიშნე სეზონურად მცირე რაოდენობით სხვადასხვა პროდუქტს ვამატებთ. ახლა კი ძირითად პროდუქტებს გაგაცნობთ: ტყემლის უშაქრო ტყლაპი, ვაშლის ჩირი, ხურმის ჩირი ( დაჭრილი),პომიდვრის ჩირი ფორთოხლის, გრეიფრუტი და მანდარინის ჩირები. მარწყვის ტყლაპი . ლეღვის ჩირი ალუბლის კერკი

 თქვენი ნაწარმის ფასები კონკრეტულ სეგმენტზეა გათვლილი, თუ ყველასთვის ხელმისაწვდომია?

– ფასები დამოკიდებულია მომხმარებლის არჩევანზე, შეგვიძლია როგორც მისთვის სასურველი რაოდენობის მიწოდება,კონკრეტული სახეობის,ასევე გვაქვს წინასწარ გამზადებული შეფუთვები,რაც მოიცავს ჩირის მიქსს. მაგალითად “იმერული დაფა” იდეალური არჩევანია სასაჩუქრედ, როგორც ვიზუალურად ასევე ასორტიმენტის მრავალფეროვნებით, რომლის ფასი 28 ლარია. ფასების დიაპაზონი კი ზოგადად 5 ლარიდან 100 ლარამდეა.

გაგაცნობთ ქართული ჩირეულის საწარმოს - "იმერეთნო"

– რა უპირატესობა აქვს თქვენს პროდუქციას?

-ხარისხი და სანდოობა. როგორც მოგეხსენაბთ მცირე მეწარმეებს არ გვაქვს საშულაბა რეკლამირებაში დიდი თანხების ინვესტირების.ჩვენთვის მომხმარებელთა გაცნობის საშუალება ფესტივალებია , და აღსანიშნავია რომ ჩვენი მომხმარებელთა უმრავლესობა სწორედ ასეთი ფესტივალებიდან შევიძინეთ .რომელთაც დააგემოვნეს ჩვენი პროდუქცია,მოეწონათ და მას შემდეგ ჩვენი ერთგული მომხმარებლები გახდნენ.

გაგაცნობთ ქართული ჩირეულის საწარმოს - "იმერეთნო"

-რამდენად კონკურენტული გარემოა  თქვენს სფეროში?

– ძალიან დიდი კონკურენციაა, არა მხოლოდ ადგილობრივი,ასევე შემოტანილი პროდუქციით,რომელთა ღირებულება ბევრად ნაკლებია ადგილობრივ პროდუქციის ღირებულებაზე და ეს ქმნის დიდ პრობლემას. გარდა ღირებულებისა ვიზუალური მხარეც ერთ ერთი მთავარია მომხმარებლისათვის. აღსანიშნავოა რომ როდესაც არ იყენებ არანაირ დანამატს, ხილს აშრობ უშაქროდ,არ იყენებ საღებავებს საბოლოოდ პროდუქციას არ აქვს მკვეთრი ,ხასხასა ფერი .რითაც ხასიათდება უცხოური ჩირი ,ამიტომ მომხმარებელი ირჩევს ლამაზს,მაგრამ ნაკლებად ჯანსაღს.ამის ნათელი მაგალითია გარგრის ჩირი,კურაგა. რომელიც დანამატების გარეშე გამოშრობისას მუქი შეფერილობის რჩება და საერთოდ არ არის ისეთი ყვითელი როგორიც შემოტანილია.

– რა რჩევებს მისცემდით დამწყებებს ამ სფეროში?

-მთავარია, არ დანებდეთ! ადვილი ნამდვილად არ არის, მითუმეტეს ასეთ რთულ ვითარებაში, რაც დღეს გვაქვს. იკლო შეკვეთებმა, გაუქმდა გამოფენები და ჩვენთვის,მეწარმეებისთვისაც ძალიან რთული პერიოდია თუმცა თუკი მთავარ მიზანს და იდეას არ დავივიწყებთ, ყველა მიზანი მიღწევადია.

ავტორი თმარ ფიცხელაური

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniSupra.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
16 საუკეთესო აქტივობა მალიორკაზე, ესპანეთში

16 საუკეთესო აქტივობა მალიორკაზე, ესპანეთში

23 November, 2024
ახალი კვლევა – 6 ფაქტორი, რომელიც ხელს უწყობს ახალგაზრდებში სიმსივნის განვითარებას

ახალი კვლევა – 6 ფაქტორი, რომელიც ხელს უწყობს ახალგაზრდებში სიმსივნის განვითარებას

ნოემბერი 25, 2024
დღეიდან 5 ზოდიაქოს ნიშნის ცხოვრება გაუმჯობესდება

დღეიდან 5 ზოდიაქოს ნიშნის ცხოვრება გაუმჯობესდება

22 ნოემბერი 2024
პიზის კოშკის დახრილობის ისტორია: არქიტექტურული შეცდომა თუ გენიალურობა?

პიზის კოშკის დახრილობის ისტორია: არქიტექტურული შეცდომა თუ გენიალურობა?

ნოემბერი 25, 2024
როცა ღორი უხალისოდ ჭამს – რას უნდა მიაქციოთ ყურადღება

როცა ღორი უხალისოდ ჭამს – რას უნდა მიაქციოთ ყურადღება

ნოემბერი 22, 2024
როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

20 ნოემბერი 2024
მიცუ ციხე-სოფელი – ის ხევსურეთის საიმედო მცველი იყო

მიცუ ციხე-სოფელი – ის ხევსურეთის საიმედო მცველი იყო

ნოემბერი 22, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
რა ჩავიცვათ ახალი წლის ყველაზე ჯადოსნურ ღამეს

რა ჩავიცვათ ახალი წლის ყველაზე ჯადოსნურ ღამეს

ნოემბერი 24, 2024
პიზის კოშკის საიდუმლო: როგორ ინარჩუნებს დახრილობას საუკუნეების განმავლობაში?

პიზის კოშკის საიდუმლო: როგორ ინარჩუნებს დახრილობას საუკუნეების განმავლობაში?

25 ნოემბერი 2024
ტრამვაი და მისი როლი თბილისის ტრანსპორტში

ტრამვაი და მისი როლი თბილისის ტრანსპორტში

ნოემბერი 24, 2024
აშშ-ის მარეგულირებელ ორგანოებს სურთ „გუგლმა“ „ქრომის” ბრაუზერი გაყიდოს

აშშ-ის მარეგულირებელ ორგანოებს სურთ „გუგლმა“ „ქრომის” ბრაუზერი გაყიდოს

ნოემბერი 24, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisment -spot_img

ბოლო სიახლეები