უგემრიელესი ერბოს ქადის ტრადიციული რეცეპტი
მთის ხალხსს მართლაც გამორჩეული სამზარეულო აქვს. საკმარისია, ვახსენოთ სვანური კუბდარი, რომელიც საქართველოს ამ ულამაზესი მხარის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათია. ბოლოსდაბოლოს, ქართული სამზარეულოს მთავარი კერძი ხინკალი სწორედ მთიული ხალხისგან მოდის.
დღეს გაგიზიარებთ ერბოს ქადის ტრადიციულ რეცეფტს, რომელსაც ძირითადად ფშავლები და თუშები ამზადებენ და რომელიც მართლაც გამოირჩევა თავისი ფაფუკი ცომითა და უგემრიელესი შიგთავსით. მისი მომზადების წესები კი ასეთია.
- კგ ფქვილი
- კარაქი
- საფუარი ნორმით
- 1 ქილა მაწონი. ნახევარი ლიტრი.
- ერთი სუფრის კოვზი შაქარი
გულის, შეიგთავსის მომზადება
- ერბო
- 1 ჭიქა წყალი
- მარილი
- ფქვილი
ეს ყველაფერი ერთ ქვაბში მოვშუშოთ. შემდეგ მოვზილოთ ცომი სტანდარტულად, პურის ცომის მსგავსად. მომზადებული ერბოს შიგთავსი ჩავდოთ ცომში და ხინაკალივით მოვახვიოთ. ბოლოს კარგად გავაბრტყელოდ. სახლის პირობებში შეგვიძლია გამოვაცხოთ ელექტრო ღუმელში. ქადას გამოსაცხობად საშუალოდ ოცი წუთი სჭირდება.
გემრიელად მიირთვით.
ავტორი, გიორგი პაპუაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები