თაფლისა და ხაჭოს ჩეხური ტორტი პრიალა შოკოლადის მინანქრით!

0
82
#post_seo_title

ჩეხური ტორტები ძალიან ლამაზი და გემრიელია. სწორედ ასეთ ერთ-ერთ ვარიანტს წავაწყდი პრაღაში მოგზაურობისას და რეცეპტიც ჩამოვიტანე. ეს გახლავთ ძალიან ნაზი ხაჭოს ტორტი, რომელიც არომატულ თაფლის ფენებს, ხაჭოს უნაზეს კრემსა და შოკოლადის მინანქარს შეიცავს.

ინგრედიენტები

3,5 ჭიქა ფქვილი

350 გრ კარაქი

10 ს.კ. შაქარი

1 ჩ.კ. სოდა

1 ჭიქა რძე

5 კვერცხი

6 ს.კ. თაფლი

2 ც ვანილის პუდინგი

200 მლ ნაღები

150 გრ რძიანი შოკოლადი

1,5 ჩ.კ. ჟელატინი

 

მომზადება:

შეურიეთ ფქვილი, სოდა, 4 ს.კ. შაქარი 100 გრ კარაქი, 2 კვერცხი, 0,5 ჭიქა რძე და 6 ს.კ. თაფლი. მოზილეთ ცომი და გაყავით 3 ნაწილად.

დააფინეთ საცხობ ფორმაზე ცხიმწასმული პერგამენტი, გააბრტყელეთ სამივე ნაწილი და ცალ-ცალკე გამოაცხვეთ 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 15 წუთის განმავლობაში.

 

თაფლისა და ხაჭოს ჩეხური ტორტი პრიალა შოკოლადის მინანქრით! | შენი სუფრა

ხაჭო დააბლენდერეთ და დაუმატეთ კარაქი, შაქარი, 0,5 ჭიქარძე, ათქვეფილი კვერცხი, ვანილის პუდინგი, დადგით ნელ ცეცხლზე და მოხარშეთ 10 წუთის განმავლობაში, ურიეთ მუდმივად.

ცივ ფენებს წაუსვით ცხელი კრემი და გააცივეთ.

 

 

თაფლისა და ხაჭოს ჩეხური ტორტი პრიალა შოკოლადის მინანქრით! | შენი სუფრა

დაასხით ჟელატინს წყალი და დადგით ცოტა ხნით. ქვაბში ჩაასხით 30%-იანი ნაღები, დაუმატეთ დამტვრეული შოკოლადი, წამოადუღეთ.

 

თაფლისა და ხაჭოს ჩეხური ტორტი პრიალა შოკოლადის მინანქრით! | შენი სუფრა

გამდნარ შოკოლადს დაუმატეთ ჟელატინი, გადმოდგით ცეცხლიდან და მოასხით ზემოდან. როცა გაცივდება, შედგით მაცივარში.

READ  დიასახლისების უმეტესობა თავს არიდებს საფუარიანი ცომის მომზადებას და ცდილობენ მარტივი გამოსავალი გამონახონ. ამ რეცეპტით კი საქმეს ნამდვილად გაიმარტივებთ. უბრალოდ მოიმარაგეთ ქოქოსის ფანტელები. აი რეცეპტი

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ