• მთავარი
  • სიახლეები
  • ქართული სამზარეულო
  • შენი რეცეპტი
  • კერძები
  • სასმელები
  • სამზარეულოს აქსესუარები
  • რესტორნები
  • სხვა-ამბები
    • მიმტანი
  • ჯანსაღი კვება
ძიების
sheniinterieri
sheniinterieri
შაბათი, ნოემბერი 1, 2025
Facebook
Instagram
sheniinterieri
- Advertisement -spot_img
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ქართული სამზარეულო
  • შენი რეცეპტი
  • კერძები
  • სასმელები
  • სამზარეულოს აქსესუარები
  • რესტორნები
  • სხვა-ამბები
    • მიმტანი
  • ჯანსაღი კვება
sheniinterieri
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ქართული სამზარეულო
  • შენი რეცეპტი
  • კერძები
  • სასმელები
  • სამზარეულოს აქსესუარები
  • რესტორნები
  • სხვა-ამბები
    • მიმტანი
  • ჯანსაღი კვება
მთავარიბლოგიყველაფერი, რაც თაფლის შესახებ უნდა იცოდეთ
ბლოგიკერძებისიახლეებისხვა-ამბები

ყველაფერი, რაც თაფლის შესახებ უნდა იცოდეთ

SheniSupra.ge
By SheniSupra.ge
ოქტომბერი 30, 2025
0
913
გაზიარება
Facebook
Twitter
Linkedin
Email
Copy URL
    #post_seo_title

     

    თაფლი, ფუტკრის თაფლი — ძვირფასი საკვები პროდუქტი. ყველაზე ხშირად საუბრობენ ნატურალურ, ე.ი. ფუტკრის თაფლზე, რომელიც წარმოადგენს ტკბილ, სიროფისებრ ნივთიერებას, რომელსაც ყვავილის ნექტრისაგან ან მანანასაგან აგროვებს მუშა ფუტკარი, გადაამუშავებს და იყენებს საკვებად; სკაში შეტანილი ნექტრიდან ფუტკარი ახდენს აქტიურ ვენტილაციას და ზედმეტი წყალი თანდათან ორთქლდება, ხდება რთული შაქრების ინვერსია. ამ პროცესს თაფლის მომწიფება ეწოდება. საბოლოოდ თაფლში რჩება 18-22% წყალი, მარტივი შაქრები, მარილები, ვიტამინები, არომატული და მღებავი ნივთიერებები და სხვა, რომელთა შემცველობაზეც არის დამოკიდებული თაფლის ფიზიკური და ქიმიური თვისებები. მისი ქიმიური შემადგენლობა დამოკიდებულია მცენარეების სახეობაზე, კლიმატურ პირობებზე და სხვა. თაფლის შემადგენლობაში შედის 13-20% წყალი, 80%-ზე მეტი ნახშირწყლები (გლუკოზა, ფრუქტოზა, საქაროზა, მალტოზა), 0,4% ცილა, 0,3% ნაცარი, აგრეთვე ორგანული მჟავები, ფერმენტები, ასკორბინის მჟავა და სხვ. თაფლს გააჩნია მრავალმხრივი სამკურნალო, დამაკონსერვებელი, ობის სოკოების საწინააღმდეგო და სხვა თვისებები.[1]
    თაფლი ქილაში
    ფიჭიანი თაფლი

    წარმოშობის მიხედვით თაფლი შეიძლება იყოს მონო- ან პოლიფლორული. პირველს განეკუთვნება აკაციის, ცაცხვის, წაბლის, მზესუმზირას ან სხვა რომელიმე მცენარისაგან მიღებული თაფლი, ხოლო მეორეს — მდელოს მრავალნაირი ყვავილისაგან ან ტყის თაფლოვანთა ნექტრისაგან მიღებული თაფლი. ნატურალურ თაფლს მასში გლუკოზის ან ფრუქტოზის მაღალი კონცენტრაციის გამო ახასიათებს კრისტალიზაცია. ეს პროცესი სწრაფად მიმდინარეობს 13-14 °C ტემპერატურაზე. ფუტკრის თაფლი შეიძლება იყოს ფიჭიანი ან გამოწურული. როგორც ერთი, ისე მეორე მაღალი კვებითი ღირებულებითა და სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა.[2] მისი მაღალი კვებითი ღირებულება და სამკურნალო თვისებები განისაზღვრება არა მარტო ადვილად ასათვისებელი შაქრების დიდი რაოდენობით, არამედ ფიზიოლოგიურად სრულფასოვანი მინერალური ნივთიერებების, ფერმენტების, ვიტამინებისა და ანტიმიკრობული ნივთიერებების შემცველობითაც. ნატურალური თაფლი აძლიერებს ნივთიერებათა ცვლას, ახდენს ბაქტერიოციდულ, ანთების საწინააღმდეგო და მატონიზებელ მოქმედებას, აჩქარებს ქსოვილების აღდგენას, აწესრიგებს საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას, ასტიმულირებს შინაგანი ორგანოებისა და იმუნური სისტემის მუშაობას.[3]

    READ  ლობიო, ბრეტონული სტილით. ინგრედიენტისა და სანელებლების ერთობლიობა ღვთაებრივ გემოს ქმნის.

    არსებობს აგრეთვე ხელოვნური თაფლი, რომელსაც არაფერი აქვს საერთო ნატურალურ თაფლთან. მას აწარმოებენ საქაროზის ინვერსიით ლიმონის მჟავის დამატებით. ზოგჯერ უმატებენ სინთეთიკურ არომატიზატორებს. ხელოვნური თაფლი შესაძლოა გამოყენებული იყოს როგორც საკვები ნივთიერება, მაგრამ მას, არ გააჩნია სასარგებლო და სამკურნალო თვისებები. თაფლის ფალსიფიკაცია ფართოდ არის გავრცელებული. თაფლის ფალსიფიცირების ყველაზე მარტივი ხერხი: შაქრის სიროპს უმატებენ ძმარს და საღებავს; ასეთ „თაფლს“ ბოშურს უწოდებენ.

    თაფლის ნაირსახეობები:

    • მაისის თაფლი
    • ცაცხვის თაფლი
    • წიწიბურას თაფლი
    • აკაციის თაფლი
    • მზესუმზირის თაფლი
    • მანანის თაფლი
    • რაფსის თაფლი
    • წაბლის თაფლი
    • ფათალოს თაფლი

    #drpkhakadze#გიორგიფხაკაძე #pitskhelauri #აქხარისხია

    გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით

    ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkim

    author avatar
    SheniSupra.ge
    დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
    See Full Bio
    • თეგები :
    • თაფლი
    • შენი სუფრა
    • ჯანსაღი ცხოვრების წესი
    გაზიარება
    Facebook
    Twitter
    Linkedin
    Email
    Copy URL
      წინა სტატიაში
      რა რაოდენობით უნდა ვიხმაროთ საფუარი
      შემდეგი სტატია
      მარწყვის მურაბა განსხვავებული რეცეპტით
      მსგავსი სიახლეები
      ბლოგი

      იცი, რატომ უჭახუნებენ ქართულ სუფრაზე მოქეიფეები ერთმანეთს ჭიქებს? – პასუხი გაგაოცებს

      ნოემბერი 1, 2025
      Uncategorized

      3 სასარგებლო პროდუქტი დიაბეტით დაავადებულებისთვის

      ოქტომბერი 31, 2025
      ბლოგი

      სასარგებლოა თუ არა ღამით რძის დალევა?

      ოქტომბერი 31, 2025

      [fetch_posts]

      - Advertisment -spot_img

      ბოლო სიახლეები

      იცი, რატომ უჭახუნებენ ქართულ სუფრაზე მოქეიფეები ერთმანეთს ჭიქებს? – პასუხი გაგაოცებს

      ნოემბერი 1, 2025

      3 სასარგებლო პროდუქტი დიაბეტით დაავადებულებისთვის

      ოქტომბერი 31, 2025

      სასარგებლოა თუ არა ღამით რძის დალევა?

      ოქტომბერი 31, 2025

      გაგაცნობთ ძველ ქართულ კერძებს, რომლის შესახებაც აქამდე არაფერი გსმენიათ

      ოქტომბერი 31, 2025
      მეტის ნახვა

      ბოლო სიახლეები

      იცი, რატომ უჭახუნებენ ქართულ სუფრაზე მოქეიფეები ერთმანეთს ჭიქებს? – პასუხი გაგაოცებს

      ნოემბერი 1, 2025

      3 სასარგებლო პროდუქტი დიაბეტით დაავადებულებისთვის

      ოქტომბერი 31, 2025

      სასარგებლოა თუ არა ღამით რძის დალევა?

      ოქტომბერი 31, 2025

      პოპულარული ამბები

      პასკის საუცხოო რეცეპტი shenisupra.ge – ის მკითხველს Tatiana’s Kitchen -გან

      ოქტომბერი 2, 2025

      ცნობილი ვლოგერის გამორჩეული რეცეპტი ექსკლუზიურად “შენისუფრისთვის” – Tatiana’s kitchen

      აგვისტო 18, 2025

      როგორ შევინახოთ მწვანილი მაცივარში

      ოქტომბერი 7, 2025

      კატეგორიები

      • შენი რეცეპტი1940
      • სიახლეები983
      • სხვა-ამბები963
      • ბლოგი950
      • ჯანსაღი კვება688
      • კერძები522
      • ქართული სამზარეულო215
      sheniinterieri

      ჩვენ შესახებ:

      info@accreditation.ge
      ჩვენ შესახებ / რეკლამა / კონტაქტი

      გამოგვყევი სოციალურ ქსელებში

      Facebook
      Instagram
      Telegram

      © SheniEkimi.ge

      • მთავარი
      • სიახლეები
      • ქართული სამზარეულო
      • შენი რეცეპტი
      • კერძები
      • სასმელები
      • სამზარეულოს აქსესუარები
      • რესტორნები
      • სხვა-ამბები
      • ჯანსაღი კვება