ხუთშაბათი, მაისი 15, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისასმელები„ვისაც ექნება აკრედიტაცია გავლილი, მხოლოდ იმ კლინიკებს შეეძლებათ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობა“...

„ვისაც ექნება აკრედიტაცია გავლილი, მხოლოდ იმ კლინიკებს შეეძლებათ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობა“ – ზურაბ აზარაშვილი

„კლინიკების საერთაშორისო აკრედიტაციის ვალდებულების შესახებ რეკომენდაცია დიდი ხნის წინ იყო გაცემული, რომ ქვეყანაში აუცილებლად უნდა არსებობდეს სტანდარტი, რასაც კლინიკა უნდა აკმაყოფილებდეს, თუნდაც ეროვნულ დონეზე და საერთაშორისოზე მით უმეტეს“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა „ქრონიკასთან“.

მისი თქმით, მიმდინარე წლიდან დაინერგა ამის ვალდებულება.

„მიმდინარე წლიდან დავნერგეთ ამის ვალდებულება და ხვალ უკვე ბოლო დღეა – კლინიკებმა უნდა წარმოადგინონ დადებული კონტრაქტები საერთაშორისო მაკრედიტირებლებთან. 2024 წლის ბოლოსთვის ვისაც ექნება აკრედიტაცია გავლილი, მხოლოდ მათ შეეძლებათ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობა. ეს ყველაფერი ერთობლიობაში მოგვცემს შედეგს, რომ ხარისხიანი ჯანდაცვა მივაწოდოთ ჩვენს მოქალაქეებს და ასევე ხელმისაწვდომობის კუთხით ვიზრუნოთ იმაზე, რომ ჯიბიდან გადახდები მაქსიმალურად შემცირდეს და საბოლოო ჯამში, ჩვენი მოქალაქეები კმაყოფილები იყვნენ“, -აღნიშნა მინისტრმა.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

author avatar
SheniSupra.ge
#drpkhakadze
READ  კონიაკის ბრენდის დამფუძნებელი, დიდი ქველმოქმედი და საზოგადო მოღვაწე - საქართველოს სავიზიტო ბარათი მსოფლიოში - სარაჯიშვილი
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisment -spot_img

ბოლო სიახლეები