ვერმიშელის მომზადება ერთი შეხედვით ძალიან მარტივია. თუმცა არსებობს მისი ისეთი რეცეპტებიც, რომელიც შედარებით მეტ ძალისხმევას მოითხოვს, მაგრამ ძალიან გემრიელი გამოდის. ამისათვის მას უბრალოდ დაუმატეთ სოუსი. აი რეცეპტი

0
22
#post_seo_title

ვერმიშელი უყვართ ბავშვებსაც და მოზრდილებსაც. მას ნებისმიერი სოუსი უხდება. დღეს კი განსხვავებულ სამარხვო რეცეპტს შემოგთავაზებთ. მიუხედავად იმისა, რომ ვერმიშელი იხარშება, მას მაინც სჭირდება წინასწარ მოხალვა. ამისათვის უბრალოდ მშრალ ტაფაზე უნდა დაყაროთ და ოქროსფერის მიღებამდე ურიოთ დაბალ ცეცხლზე.

ინგრედიენტები

  • ერთი ჭიქა წვრილი ვერმიშელი
  • ორი ცალი ბულგარული წიწაკა
  • 3 კბილი ნიორი
  • 4 ს. კ. ზეთი
  • 4 ცალი პომიდორი
  • ერთი ცალი ბადრიჯანი
  • ნახევარი ჩ. კ. ხმელი სუნელი
  • წიწაკა ჩილი გემოვნებით
  • მარილგემოვნებით

მომზადება

  1. ბოსტნეული გარეცხე და დაჭერი კუბებად. გადაიტანე ბლენდერში. მანდვე ჩაამატე საკმაზი და მარილი. დააბლენდერე ერთგვაროვან მასამდე. უნდა გამოგივიდეს 2,5 ჭიქა სოუსი.

ვერმიშელის მომზადება ერთი შეხედვით ძალიან მარტივია. თუმცა არსებობს მისი ისეთი რეცეპტებიც, რომელიც შედარებით მეტ ძალისხმევას მოითხოვს, მაგრამ ძალიან გემრიელი გამოდის. ამისათვის მას უბრალოდ დაუმატეთ სოუსი. აი რეცეპტი

  1. ვერმიშელი მოხალე ზეთში ოქროსფრამდე. დაამატე ბლენდერის მასა და ხარშე დაბალ ცეცხლზე. პერიოდულად ურიე.

ვერმიშელის მომზადება ერთი შეხედვით ძალიან მარტივია. თუმცა არსებობს მისი ისეთი რეცეპტებიც, რომელიც შედარებით მეტ ძალისხმევას მოითხოვს, მაგრამ ძალიან გემრიელი გამოდის. ამისათვის მას უბრალოდ დაუმატეთ სოუსი. აი რეცეპტი

  1. ხარშე მანამდე, სანამ სითხე არ აორთქლდება.

ვერმიშელის მომზადება ერთი შეხედვით ძალიან მარტივია. თუმცა არსებობს მისი ისეთი რეცეპტებიც, რომელიც შედარებით მეტ ძალისხმევას მოითხოვს, მაგრამ ძალიან გემრიელი გამოდის. ამისათვის მას უბრალოდ დაუმატეთ სოუსი. აი რეცეპტი

წინასწარ მოხალვა საჭიროა იმისთვის, რომ ვერმიშელმა ფორმა შეინარჩუნოს მეორე დღესაც კი. თუმცა თუ რბილი სახით გნებავთ, შეგიძლიათ ჯერ მოხარშოთ და მერე დაასხათ ასევე მოხარშული სოუსი.

გემრიელად მიირთვით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებსაც!

მასალის გამოყენების პირობები