ორშაბათი, ნოემბერი 25, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგივაშლის ძმრის 7 საოცარი თვისება - ეს უნდა იცოდეთ!

ვაშლის ძმრის 7 საოცარი თვისება – ეს უნდა იცოდეთ!

გაგაცნობთ ვაშლის ძმრის სასარგებლო თვისებებზე, რომლებიც ნამდვილად ძალიან ბევრი აქვს და ადამიანების უმეტესობას არასდროს სმენია, ამიტომ დროს ნუღარ დავკარგავთ და პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ.

ვაშლის ძმარი ათასობით წლის განმავლობაში გამოიყენებოდა როგორც საქართველოში, ისე მთელ მსოფლიოში მედიცინასა და კულინარიაში, ამიტომ შეიძლება ვთქვათ, რომ ჯერ კიდევ ჩვენი წინაპრები იყენებდნენ ვაშლის ძმარს არაერთი მიმართულებით.

ახლა ვისაუბრებთ უპირველესყოვლისა, თუ რა სასარგებლო თვისებები აქვს ვაშლის ძმარს, როგორი უნდა იყოს ვაშლის ძმარი და როგორ და როდის უნდა დავლიოთ.

  1. წონის კლება – ვაშლის ძმარი გეხმარებათ წონის კლებაში, ეს არის პირველი სასარგებლო თვისება. არაერთი კვლევა აჩვენებს, რომ ვაშლის ძმარი უპირველესყოვლისა ასტაბილურებს სისხლში შაქრის დონეს, რაც ძალიან გამოსადეგი შეიძლება იყოს, თუ წონის კლება გინდათ ან თუნდაც შენარჩუნება. რეალურად წონის მატებას იწვევს სისხლში მაღალი შაქრის დონე, ამ დროს პანკრეასიდან გამოიყოფა დიდი ოდენობით ინსულინი, ეს არის ჰორმონი, რომელიც უკვე ამ შაქრებს აგროვებს ცხიმებად თქვენს ორგანიზმში. ამიტომ რადგან ვაშლის ძმარი უფრო ამცირებს სისხლში შაქრის დონეს, ეს ძალიან გამოსადეგი თვისებაა წონის კლების თვალსაზრისით. ვაშლის ძმარი აკეთებს კიდევ ერთ საინტერესო რაღაცას, ორგანიზმში გვაქვს ასეთი ენზიმი სახელად AMPK, რაც შეიძლება ითქვას არის სენსორი, რომელიც აფიქსირებს რამდენად არის საკმარისი ენერგია თითოეულ უჯრედში.ხოლო ვაშლის ძმარი ააქტიურებს ამ ენზიმს, რაც შემდეგ გონებას აწვდის სიგნალს, რომ გვჭირდება დამატებითი ენერგია და დროა გამოვიყენოთ დაგროვილი ცხიმები ენერგიის საწარმოებლად. ანუ მარტივად რომ ვთქვათ, ვაშლის ძმარი AMPK-ის გააქტიურებით დამატებით ასტიმულირებს ცხიმის წვას და წონის კლებას.ასევე ვაშლის ძმარი გარკვეულწილად ამცირებს მადას, შიმშილის შეგრძნებას, რის შედეგადაც ავტომატურად უფრო ნაკლებ საკვებს იღებთ და ესეც კარგი დამხმარე შეიძლება იყოს თქვენთვის დიეტის დროს.2009 წელს იაპონიის ცენტრალური კვლევითი ინსტიტუტის მიერ ჩატარებულ კვლევაში, 175 ჭარბწონიანი ადამიანი გადაანაწილეს სამ ჯგუფში. პირველი ჯგუფი დღეში იღებდა 1 სუფრის კოვს ვაშლის ძმარს, მეორე ჯგუფი იღებდა 2 სუფრის კოვზ ვაშლის ძმარს და მესამე ჯგუფი არაფერს. საკვები რაციონი იყო ერთი და იგივე და დატვირთული იყო ბევრი არაჯანსაღი საკვებით, რის შედეგადაც წესით წონაში უნდა მოემატებინათ სამივე ჯგუფის წევრებს.თუმცა 12 კვირის შემდეგ, პირველმა ჯგუფმა, რომლებიც 1 სუფრის კოვზ ვაშლის ძმარს იღებდნენ დღეში, თითოეულმა დაიკლო საშუალოდ 1.2 კილო, მეორე ჯგუფმა, რომლებიც 2 სუფრის კოვზს იღებდნენ, დაიკლეს საშუალოდ 1.7 კილო და მესამე ჯგუფი, რომელიც არაფერს იღებდა, საბოლოოდ მოიმატეს საშუალოდ 400 გრამი. ეს კვლევა აჩვენებს, რომ დიეტაში ყველანაირი პოზიტიური ცვლილების გარეშეც მოახერხეს წონის კლება ადამიანებმა, რომლებიც იღებდნენ ვაშლის ძმარს ყოველდღიურად, როცა პირიქით, წესით წონაში უნდა მოემატებინათ. ამიტომ თუ პარალელურად, მაგალითად, კეტოგენურ დიეტასაც დაიცავთ, მოსალოდნელია, რომ ვაშლის ძმრის გავლენა იქნება კიდევ უფრო დიდი და მნიშვნელოვანი.  გადაჭრით ვერ ვიტყვით, რომ მხოლოდ ვაშლის ძმრის დალევით დაიკლებთ წონაში, ეს ინდივიდუალურია და ამ კვლევაშიც ზოგმა უფრო მეტი დაიკლო და ზოგმა უფრო ნაკლები, აქ, უბრალოდ, გვაქვს საშუალო შედეგები, თუმცა ვაშლის ძმარი დიეტასთან ერთად ნამდვილად დაგეხმარებათ, რომ უფრო ეფექტურად და სწრაფად დაიკლოთ წონაში.
  2. კლავს ბაქტეირებს – ვაშლის ძმარი კლავს პათოგენებს, ესენია ძირითადად საზიანო ბაქტერიები, ვირუსები, სოკოები და პარაზიტები. ვაშლის ძმარს აქვს საკმაოდ მაღალი მჟავიანობის დონე, ამიტომ ერთგვარ გამწმენდის როლს ასრულებს და ანადგურებს არასასარგებლო ორგანიზმების დიდ ნაწილს, ხშირ შემთხვევაში სრულადაც აქრობს.
  3. ზრდის კუჭში მჟავიანობის დონეს – და ასევე იგივე მიზეზით ვაშლის ძმარი ზრდის კუჭში მჟავიანობის დონეს და ეს არის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული სასარგებლო თვისება.შეიძლება ითქვას, რომ ადამიანების მინიმუმ 95%-ს აქვს დაბალი მჟავიანობის დონე კუჭში, რაც შემდეგ იწვევს შებერილობას, გულძმარვას, საკვების მოუნელებლობას და ა.შ.როცა თქვენ გაქვთ დაბალი მჟავიანობის დონე კუჭში, ეს ნიშნავს რომ საკვები ბოლომდე ვერ იშლება, შესაბამისად სასარგებლო ნივთიერებების ძალიან მცირე ოდენობას ითვისებთ და ეს უკვე იწვევს პრობლემების მთელ კომპლექტს, დაწყებული კანისა და თმის პრობლემებით – დამთავრებული გულის პრობლემებით.თქვენ რეალურად გჭირდებათ საკმაოდ მაღალი მჯავიანობის დონე, იმისთვის რომ სრულად შეითვისოთ ყველა საჭირო ვიტამინი და მინერალი იმ პროდუქტებიდან, რომელსაც მიირთმევთ.ეს ძალიან ფუნდამენტური საკითხია, იმიტომ რომ პრაქტიკულად რა მნიშვნელობა აქვს რით იკვებებით, თუ არ შეგიძლიათ შემდეგ ამ საკვებიდან სასარგებლო ნივთიერებების შეთვისება.ბევრ ადამიანს აქვს მაგალითად უხარისხო თმა, ფრჩხილები და იღებენ დიდი ოდენობით ცილების, ვიტამინებისა და მინერალების შემცველ პროდუქტებს, მაგრამ არაფერი იცვლება, რადგან რეალური პრობლემა ხშირად არის არათუ იმაში რითი იკვებებით, არამედ იმაში რომ გაქვთ დაბალი მჟავიანობის დონე კუჭში და თქვენი ორგანიზმი უბრალოდ ვერ ითვისებს ამ ნივთიერებებს.დაბალი მჟავიანობის დონის მთავარი გამომწვევი შეიძლება იყოს სტრესი, უძილობა, ასაკი, ინფექცია, ნახშირწყლებით დატვირთული საკვები რაციონი და ა.შ.და იქიდან გამომდინარე, რომ როგორც მინიმუმ პრაქტიკულად ყველას აქვს გარკვეული ოდენობის სტრესი ან სხვა გარემოებები, ამით არის გამოწვეული, რომ ადამიანების უდიდეს ნაწილს აქვს დაბალი მჟავიანობის პრობლემა.ამიტომ ვფიქრობ, რომ კუჭში მჟავიანობის გაზრდა და დასტაბილურება არის ვაშლის ძმრის ძალიან ძალიან სერიოზული დადებითი თვისება.  ეს ყველაფერი ასევე პირდაპირ მიბმულია წონის კლებასთან, ისევე როგორც ზოგად ჯანმრთელობასთან.
  4. სასარგებლო ბაქტერიები – ვაშლის ძმარი შეიცავს ბევრ სასარგებლო ბაქტერიებს, რადგან არის ფერმენტირებული პროდუქტი და თავისმხრივ კიდევ გეხმარებათ საკვების უკეთესად მონელებაში.
  5. აძლიერებს იმუნიტეტს – ასევე სასარგებლო ბაქტერიები და მაღალი მჟავიანობის დონე ხელს უწყობს თქვენი იმუნიტეტის გაძლიერებასაც. აღარ ვისაუბრებ იმაზე თუ რამდენად მნიშვნელოვანია რომ გქონდეთ ძლიერი იმუნიტეტი.
  6. ამცირებს ქოლესტერინის დონეს – ვაშლის ძმარი ასევე ამცირებს ამცირებს ქოლესტერინისა და ტრიგლიცერიდების დონეს, რაც დაკავშირებულია გულის დაავადებებთან, მეორე ტიპის დიაბეტთან და ა.შ.
  7. გეხმარებათ დაძინებაში – ვაშლის ძმარი ამცირებს არტერიული წნევის დონეს, რაც უკვე გეხმარებათ უკეთესად დაძინებაში. ხოლო მაღალი არტერიული წნევის შედეგი ასევე შეიძლება იყოს თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, მხედველობის გაუარესება და ა.შ.

რა თქმა უნდა, ვაშლის ძმრის სასარგებლო თვისებები აქ არ მთავრდება, თუმცა ძირითადად ეს არის.

თვითონ ვაშლის ძმარი აუცილებლად უნდა იყოს ნატურალური, გაუფილტრავი, არაპასტერიზებული და ზოგადად სწორად დამზადებული, იმისთვის, რომ მიიღოთ ყველა ჩამოთვლილი სასარგებლო თვისება. გარეგნულად უნდა იყოს გარკვეულწილად ნალექიანი, არ უნდა იყოს გამჭირვალე, რაც როგორც მინიმუმ ნიშნავს, რომ ვაშლის ძმარი გაფილტრული არ არის.

გირჩევთ, რომ დალიოთ დილით საკვების მიღებამდე დაახლოებით ნახევარი საათით ადრე. სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ საღამოსაც მიირთვათ საკვების შემდეგ.

აიღეთ ორი სუფრის კოვზი ვაშლის ძმარი და გააზავეთ წყალში, შეგიძლიათ დაამატოთ ლიმონის წვენი რითიც კიდევ გააძლიერებთ პრაქტიკულად ყველა ეფექტს და დამატებით C ვიტამინსაც მიიღებთ, ან თავისუფლად შეგიძლიათ უბრალოდ ვაშლის ძმარი და წყალი დალიოთ.

დასაწყისისთვის პირველი რამდენი დღე ჯობს თუ მხოლოდ 1 სუფრის კოვზს გააზავებთ წყალში და ნელ-ნელა გაზრდით დოზებს, რადგან ვაშლის ძმარი საკმაოდ ძლიერი ნივთიერებაა.

წყარო

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniSupra.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
16 საუკეთესო აქტივობა მალიორკაზე, ესპანეთში

16 საუკეთესო აქტივობა მალიორკაზე, ესპანეთში

23 November, 2024
ახალი კვლევა – 6 ფაქტორი, რომელიც ხელს უწყობს ახალგაზრდებში სიმსივნის განვითარებას

ახალი კვლევა – 6 ფაქტორი, რომელიც ხელს უწყობს ახალგაზრდებში სიმსივნის განვითარებას

ნოემბერი 25, 2024
დღეიდან 5 ზოდიაქოს ნიშნის ცხოვრება გაუმჯობესდება

დღეიდან 5 ზოდიაქოს ნიშნის ცხოვრება გაუმჯობესდება

22 ნოემბერი 2024
პიზის კოშკის დახრილობის ისტორია: არქიტექტურული შეცდომა თუ გენიალურობა?

პიზის კოშკის დახრილობის ისტორია: არქიტექტურული შეცდომა თუ გენიალურობა?

ნოემბერი 25, 2024
როცა ღორი უხალისოდ ჭამს – რას უნდა მიაქციოთ ყურადღება

როცა ღორი უხალისოდ ჭამს – რას უნდა მიაქციოთ ყურადღება

ნოემბერი 22, 2024
როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

20 ნოემბერი 2024
მიცუ ციხე-სოფელი – ის ხევსურეთის საიმედო მცველი იყო

მიცუ ციხე-სოფელი – ის ხევსურეთის საიმედო მცველი იყო

ნოემბერი 22, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
რა ჩავიცვათ ახალი წლის ყველაზე ჯადოსნურ ღამეს

რა ჩავიცვათ ახალი წლის ყველაზე ჯადოსნურ ღამეს

ნოემბერი 24, 2024
პიზის კოშკის საიდუმლო: როგორ ინარჩუნებს დახრილობას საუკუნეების განმავლობაში?

პიზის კოშკის საიდუმლო: როგორ ინარჩუნებს დახრილობას საუკუნეების განმავლობაში?

25 ნოემბერი 2024
ტრამვაი და მისი როლი თბილისის ტრანსპორტში

ტრამვაი და მისი როლი თბილისის ტრანსპორტში

ნოემბერი 24, 2024
აშშ-ის მარეგულირებელ ორგანოებს სურთ „გუგლმა“ „ქრომის” ბრაუზერი გაყიდოს

აშშ-ის მარეგულირებელ ორგანოებს სურთ „გუგლმა“ „ქრომის” ბრაუზერი გაყიდოს

ნოემბერი 24, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisment -spot_img

ბოლო სიახლეები