ბრინჯი ქათმის ღვიძლით

0
144
{"remix_data":[],"remix_entry_point":"challenges","source_tags":["local"],"origin":"unknown","total_draw_time":0,"total_draw_actions":0,"layers_used":0,"brushes_used":0,"photos_added":0,"total_editor_actions":{},"tools_used":{"transform":1},"is_sticker":false,"edited_since_last_sticker_save":true,"containsFTESticker":false}

ყოველ ჯერზე ვახშმის წინ ვფიქრობთ რა შეიძლება მოვამზადოთ ისე, რომ გემრიელი, სწრაფი და არც ისე კალორიული იყოს. კერძების ძირითადი ნაწილი, რომლებიც ამ მოთხოვნებს შეესაბამება, ან არც ისე სასარგებლოა, ან ძვირი ჯდება ან ოჯახს არ მოსწონს. სცადეთ ბრინჯი ქათმის ღვიძლით. 

ბრინჯი და ქათმის ღვიძლი არამხოლოდ დააკმაყოფილებს ყველა ამ მოთხოვნას, არამედ ოჯახის საყვარელი კერძიც გახდება. თითქოს ამ ინგრედიენტებისგან რთულია რაიმე გემრიელი მოვაზადოთ. სცადეთ და თავად დარწმუნდებით!

ინგრედიენტები

ქათმის ღვიძლი 500გ

ბრინჯი 300გ

სტაფილო 1ც.

სატაცური 250 გ.

ნიორი 4 კბილი

სოიოს სოუსი 3ს.კ.

მზესუმზირის ზეთი 3 ს.კ.

ჯანჯაფილი 20გ

მარილი, შავი დაფქული პილპილი გემოვნებით

მომზადება

ქათმის გულები გარეცხეთ გამავალ წყალში. გაასუფთავეთ სისხლძარღვებისგან.

ბრინჯი ქათმის ღვიძლით | შენი სუფრა

ჯანჯაფილი და სტაფილო გაასუფთავეთ და დაჭერით წვრილ ჯოხებად. ნიორი დაჭყლიტეთ.

ბრინჯი ქათმის ღვიძლით | შენი სუფრა

ღრმა ჯამში მცენარეულ ზეთში შეწვით გულები და ჯანჯაფილი. 5 წუთის შემდეგ, დაამატეთ სტაფილო და სატაცური. თუშეთ 5 წთ, დაამატეთ სუნელები, ნიორი, სოიოს სოუსი და საგულდაგულოდ მოურიეთ.

ბრინჯი ქათმის ღვიძლით | შენი სუფრა

გულებს ბოსტნეულით დაამატეთ ბრინჯი, დაასხით წყალი ისე, რომ ყველა ინგრედიენტს 1.5-2სმ-ზე ფარავდეს. დაახურეთ თავსახური და მოამზადეთ ნელთბილ ცეცხლზე ნახევარი საათის მანძილზე. შემდეგ აურიეთ ყველა ინგრედიენტი და დატოვეთ 10-15 წთ.

ბრინჯი ქათმის ღვიძლით | შენი სუფრა

მიიტანეთ სუფრასთან ცხელი, მოასხით კეტჩუპი ან სოუსი ან გააფორმეთ მწვანილით. ასეთი კერძი შეუძლიათ მიირთვან ბავშვებმაც და დიეტაზე მყოფმა ადამიანებმა. მისი სურნელი და გემო პირველივე წუთებიდან მოგხიბლავთ.

READ  ჭიქა შაქარი, ჭიქა კეფირი, ჭიქა ქიშმიში. მარტივია და ზედმეტი ფუსფუსის გარეშე.