სამშაბათი, აპრილი 1, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიჯანსაღი კვებაბრინჯი -ყველაზე სასარგებლო ბურღულეული

ბრინჯი -ყველაზე სასარგებლო ბურღულეული

ბრინჯი მსოფლიოს მოსახლეობის ნახევარზე მეტის ძირითადი საკვებია. ამ კულტურის სამშობლოდ აზია (თანამედროვე ტაილანდისა და ვიეტნამის ჩრდილოეთ რეგიონები) მიიჩნევა.

ბრინჯი საკმაოდ მაღალი მოხმარებით ხასიათდება აზიაში, თურმე ყოველწლიურად ერთ სულ მოსახლეზე 150 კგ. ბრინჯის მოხმარება აღირიცხება. აღმოსავლეთის სამზარეულოში ბრინჯს არც მარილს და არც სურნელოვან სანელებლებს არ უმატებენ, მისი ბუნებრივი (ნატურალური) არომატის სრულად შენარჩუნებისა და შეგრძნებისათვის. აღმოსავლეთის ზოგიერთ კულტურაში ბრინჯი სასიცოცხლო ძალისა და ნაყოფიერების სიმბოლოა, ალბათ, სწორედ ამით აიხსნება გავრცელებული წეს-ჩვეულების – ახლადდაქორწინებულთათვის ბრინჯის შეფრქვევის – საიდუმლო.

ევროპაში ბრინჯი ბევრად მოგვიანებით გავრცელდა. აქ ის თავდაპირველად ძვირფას ეგზოტიკურ მცენარედ ითვლებოდა. მისი მარცვლებისგან მხოლოდ სამეფო ფუფუნებისათვის განკუთვნილი და სადღესასწაულო სუფრისათვის განსაზღვრული განსაკუთრებული ტკბილეული მზადდებოდა. ასე თანდათანობით დაიმკვიდრა ბრინჯმა ევროპაშიც ერთ-ერთი ძირითადი საკვები პროდუქტის პოზიცია. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ევროპაში, აზიისაგან განსხვავებით, მისი კერძების სხვა ინგრედიენტებთან შერევა თავიდანვე დაიწყეს.

ბრინჯის თვისებები

ბრინჯის დადებითი თვისებებიდან აღსანიშნავია მისი მაღალი კვებითი ღირებულება და კერძებში სხვა ინგრედიენტებთან (ხორცეული, თევზეული, ბოსტნეული, ზღვის პროდუქტები) საუკეთესო შეთავსება. ბრინჯი მეტისმეტად სასარგებლოა ადამიანის ორგანიზმისათვის. ის არა მხოლოდ ავსებს ენერგოდანახარჯებს, არამედ ცილების, ნახშირწყლებისა და მინერალების მნიშვნელოვან წყაროსაც წარმოადგენს. ამასთან, მცირე რაოდენობით შეიცავს ცხიმებს.

რაც უფრო მეტად არის ბრინჯი დამუშავებული, მით უფრო ნაკლებია მასში ვიტამინებისა და მინერალების შემცველობა. ამ თვალსაზრისით ბრინჯი სხვა მარცვლოვნებს შორის გამონაკლისს არ წარმოადგენს. სამედიცინო პრაქტიკაში ბრინჯი ოდითგან გამოიყენება მონელების პროცესთა სამკურნალოდ. ის საუკეთესო საშუალებაა დიარეის (ფაღარათის) არაგართულებულ შემთხვევებში. გარდა ამისა, დადგენილია, რომ ბრინჯის ქატოს გამოყენება ამცირებს ნაწლავის კიბოს განვითარების რისკს. ბრინჯში არსებული სახამებელი ნელა მოინელება და შეითვისება, ამით ფაქტიურად, სისხლში გლუკოზის მუდმივად გადასვლის უზრუნველყოფა ხდება და დიაბეტით დავადებულთა სისხლში შაქრის დონე რეგულირდება. სწორედ ამიტომაც, ბრინჯში შემავალი სახამებელი დიეტური უჯრედისის როლს ასრულებს. ბრინჯი არ შეიცავს გლუთეინს, ამიტომაც ის სასარგებლოა მათთვის, ვისაც ხორბლის აუტანლობა აქვს (ცელიაკიით, ნაწლავური ინფანტილიზმით არის დაავადებული). ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვილების შემთხვევაში, რამეთუ მათ ჯერ კიდევ არ აქვთ საკამარისად ფორმირებული კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფერმენტების აქტივობა და გლუთეინის შემცველმა ფაფამ შესაძლოა მათ ორგანიზმში ცელიაკიის პროვოცირება გამოიწვიოს.

READ  მაყვალი და მისი სასარგებლო თვისებები

#drpkhakadze #pitskhelauri

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniSupra.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
მესტრე: მშვიდი იტალიური ქალაქი ვენეციის ქაოსს მიღმა

მესტრე: მშვიდი იტალიური ქალაქი ვენეციის ქაოსს მიღმა

1 April, 2025
ფილტვის კიბოს იმუნოთერაპიული მკურნალობა „კონსილიუმ მედულაში“

ფილტვის კიბოს იმუნოთერაპიული მკურნალობა „კონსილიუმ მედულაში“

აპრილი 1, 2025
„ცხრა წელი ვიცხოვრეთ ერთად და მიღალატა… მეორედ სხვის ჯინაზე გავთხოვდი – ნინო კობერიძე

„ცხრა წელი ვიცხოვრეთ ერთად და მიღალატა… მეორედ სხვის ჯინაზე გავთხოვდი – ნინო კობერიძე

1 აპრილი 2025
პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

აპრილი 1, 2025
სურსათის ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს – „გამოვლინდა გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი“

სურსათის ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს – „გამოვლინდა გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი“

აპრილი 1, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
თბილისში ორი ახალი მეტროსადგურის მშენებლობა იგეგმება

თბილისში ორი ახალი მეტროსადგურის მშენებლობა იგეგმება

აპრილი 1, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
დალი ჩიტალაძე 62 წლის გახდა,

დალი ჩიტალაძე 62 წლის გახდა,

აპრილი 1, 2025

ქართველი ემიგრანტების წარმატების ისტორიები: მსოფლიო ასპარეზზე გაბრწყინება

1 აპრილი 2025
თბილისის ძველი ქალაქის საიდუმლოებები

თბილისის ძველი ქალაქის საიდუმლოებები

აპრილი 1, 2025
ტომ კრუზის ცნობილი კადრი ლეგოს კუბიკებით გაცოცხლდა — „შეუსრულებელი მისია“ LEGO Ideas-ზე

ტომ კრუზის ცნობილი კადრი ლეგოს კუბიკებით გაცოცხლდა — „შეუსრულებელი მისია“ LEGO Ideas-ზე

მარტი 31, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisment -spot_img

ბოლო სიახლეები