გამოიყენეთ ბანანი და მოამზადეთ არაჩვეულებრივი ტორტი გამოცხობის და ზედმეტი ძალისხმევის გარეშე

0
90
#post_seo_title

ბანანი იდეალური პროდუქტია ნებისმიერი დესერტის მოსამზადებლად.  მას აქვს მეტ-ნაკლებად ნეიტრალური გემო, ზომიერი სიტკბო და კალორიულობა.

ბანანი, არჟანი,  ჟელატინი, ორცხობილა და ცოტა თავისუფალი დრო თუ გაქვთ  გირჩევ მოამზადო შესანიშნავი ტორტი, რომელსაც გამოცხობა არ სჭირდება.ამ დესერტში ბანანი გამოიყენება მთლიანი – დაუჭრელი და დაუჭყლეტავი სახით. ტორტი განაჭერზე გამოიყურება ძალიან საინტერესოდ და მიმზიდველად. გემო კი ნამდვილი საოცრებაა.

გამოიყენეთ ბანანი და მოამზადეთ არაჩვეულებრივი ტორტი გამოცხობის და ზედმეტი ძალისხმევის გარეშე | შენი სუფრა

ინგრედიენტები ფუძისთვის

  • 200 გ ორცხობილა
  • 80 გ კარაქი

ინგრედიენტები შიგთავსისთვის

  • 3 ცალი ბანანი
  • 400 მლ არაჟანი
  • ასი მლ რძე
  • 6 ს. კ. შაქარი
  • 3 ს. კ. კაკაო
  • 15 გ სწრაფად ხსნადი ჟელატინი

გამოიყენეთ ბანანი და მოამზადეთ არაჩვეულებრივი ტორტი გამოცხობის და ზედმეტი ძალისხმევის გარეშე | შენი სუფრა

მომზადება

  1. კარაქი გამოიღე მაცივრიდან და ოთახის ტემპერატურაზე დაარბილე.

გამოიყენეთ ბანანი და მოამზადეთ არაჩვეულებრივი ტორტი გამოცხობის და ზედმეტი ძალისხმევის გარეშე | შენი სუფრა

  1. ორცხობილა ან კრეკერი დააბლენდერე და შეურიე კარაქს.

გამოიყენეთ ბანანი და მოამზადეთ არაჩვეულებრივი ტორტი გამოცხობის და ზედმეტი ძალისხმევის გარეშე | შენი სუფრა

  1. ცომი გადაიტანე ფორმაში და დატკეპნე. შემდეგ შედგი მაცივარში.

გამოიყენეთ ბანანი და მოამზადეთ არაჩვეულებრივი ტორტი გამოცხობის და ზედმეტი ძალისხმევის გარეშე | შენი სუფრა

  1. კრემის მოსამზადებლად შეურიე ერთმანეთს შაქარი, კაკაო, რძე და ჟელატინი.

გამოიყენეთ ბანანი და მოამზადეთ არაჩვეულებრივი ტორტი გამოცხობის და ზედმეტი ძალისხმევის გარეშე | შენი სუფრა

  1. ეს მასა გადაიტანე ქვაბში და დადგი დაბალ ცეცხლზე. თან ურიე, სანამ ჟელატინი არ გადნება. არ წამოადუღო! კრემი კარგად რომ გაცივდება, დაამატე არაჟანი და კარგად აურიე. ბანანი გაფცქვენი, გადაჭერი შუაზე და დაალაგე ცომზე.

გამოიყენეთ ბანანი და მოამზადეთ არაჩვეულებრივი ტორტი გამოცხობის და ზედმეტი ძალისხმევის გარეშე | შენი სუფრა

  1. ბანანს მოასხი კრემი და შედგი მაცივარში რამდენიმე საათით, უმჯობესია, მთელი ღამით.

გამოიყენეთ ბანანი და მოამზადეთ არაჩვეულებრივი ტორტი გამოცხობის და ზედმეტი ძალისხმევის გარეშე | შენი სუფრა

  1. ბანანის ტორტი მზად არის. შეგიძლია ზემოდან მორთო ჩირით ან ნიგვზით, ასევე მოაყარო კაკაოს ფხვნილი…

გამოიყენეთ ბანანი და მოამზადეთ არაჩვეულებრივი ტორტი გამოცხობის და ზედმეტი ძალისხმევის გარეშე | შენი სუფრა

ტორტი არის მსუბუქი, ნაზი სტრუქტურის, გემოთი კი ნაყინს ჰგავს. გაციებულ მდგომარეობაში იჭრება იოლად და ფორმასაც ინარჩუნებს.

აუცილებლად სცადეთ მომზადება და სხვებსაც ასწავლეთ ამ მარტივი და უგემრიელესი ტორტის რეცეპტი!

#drpkhakadze #pitskhelauri

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

READ  უბრალოდ შარლოტა კი არა, “სამეფო შარლოტაა” კონკურენციის გარეშე!