ოთხშაბათი, ნოემბერი 12, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგიბადრიჯანი ყველით

ბადრიჯანი ყველით

ბადრიჯანი მოამზადეთ ყველითა და კლასიკური სერვირებით.

ინგრედიენტები:

  • 3 ც ბადრიჯანი
  • 350 გრ ყველი
  • 5 ც კვერცხი
  • 1 კონა ოხრახუში
  • 250 გრ საფანელი
  • 1.5 ჭიქა ზეთი
  • მარილი-გემოვნებით

მომზადების მეთოდი:

ბადრიჯანს მოვაჭრათ ბოლოები, გავრეცხოთ, დავჭრათ გრძლად, მოვაყაროთ მარილი და გავაჩეროთ ნახევარი საათი. ტაფაზე გავაცხელოთ ზეთი, ჩავაწყოთ გაწურული ბადრიჯნები

და შევაწვათ ორივე მხრიდან. ცალკე ჯამში გავხეხოთ ყველი, ჩავახალოთ 1 კვერცხი.

მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში და ავურიოთ. გაციებულ ბადრიჯანს დავადოთ ყველის

გულსართი, დავაფაროთ ზემოდან მეორე ნაჭერი, ხელით ოდნავ დავაწვეთ, რომ ერთმანეთს მიეკრას. ამოვავლოთ ყველიანი ბადრიჯნები 2 ც ათქვეფილ კვერცხში, საფანელში და შევწვათ ზეთში ორივე მხრიდან.

გემრიელად მიირთვით!

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #pitskhelauri #აქხარისხია

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით. ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

author avatar
SheniSupra.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
READ  გიამბობთ კალვადოსზე/Calvados - რემარკის "ტრიუმფალური თაღის" მთავარი გმირების სიყვარულის სიმბოლოზე- ვაშლის სიდრი საფრანგეთიდან
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisment -spot_img

ბოლო სიახლეები